საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირი წაგებით დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა ქუთაისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში ავსტრიელებმა გახსნეს, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ავსტრიელთა ფორვარდმა ადეჯენუგურემ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიის ნაკრებმა ლიეტუვა 4:1 დაამარცხა. საქართველო ნაკრები მომდევნო...
წელი: 2023
შანსი და გამოწვევა
12 ოქტომბერს, „ბათუმი არენაზე“, საქართველოს ახალგზრდული ნაკრენი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს ნიდერლანდების წინააღმდეგ. მატჩამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიას შეხვდა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. „გუნდში კარგი, პოზიტიური განწყობაა და ვეცდებით, რომ ნიდერლანდებთან ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ. ეს თამაშები შანსია იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რეალურად ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში – ეს მათთვის და ასევე...
ტაილანდთან სხვა გუნდით…
ვილი სანიოლმა ტაილანდთან ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ამხანაგურ შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა. …ტაილანდთან ბევრ მოთამაშეს მივცემ შანსს, მაგალითად, შენგელიას, სიგუას და კიდევ სხვებს, ვისაც ბევრი სათამაშო დრო არ აქვთ. ბოლო დროს „ბაზელში“ სიგუა ფიზიკურად განვითარდა. ტაილანდთან ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მის მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. ეს ეხება არა მხოლოდ სიგუას, არამედ სხვებსაც, ვინც...
ფინეთში ფრემ საქმე გაართულა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე ტურის მატჩი სტუმრად ფინეთთან გამართა და ფრედ, 3:3 ითამაშა. პირველ ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდი ორჯერ აგებდა, მაგრამ ბრუნო გომესისა და მეკარე ზვიად კუპატაძის გოლებით გაათანაბრა. კუპატაძეს ამჯერად ცარიელ კარში არ გაუტანია – შეტევაში ჩაერთო და დაასრულა. მეორე ტაიმში საქართველო შაგინიას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე...
ბაიერნმა ბოატენგი არ მიიღო
მიუნხენის „ბაიერნმა“ აღარ მოისურვა ჯერომ ბოატენგთან კონტრაქტის გაფორმება მისი ოჯახურ ძალადობაში მონაწილეობის და სასამართლო პროცესის გამო. ბოატენგთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება სპორტულ მიზეზებს არ უკავშირდება. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა არ არის მზად იმ რეპუტაციის ხარჯებისთვის, რაც შეიძლება გაიღოს ბოატენგის მიმდინარე სასამართლო პროცესის გამო. ფეხბურთელს ყოფილ შეყვარებულზე თავდასხმასა და შეურაცხყოფაში ედება ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ წინანდელი ნასამართლობა გაუქმდა, პროცესი...
კონტე! – საქმე სერიოზულადაა
calcionapoli1926-ის ჟურნალისტი ემანუელა კასტელი წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა გაზის პედალს ფეხი მიაჭირა — „ნაპოლის” პრეზიდენტი აპირებს გააკეთოს ის, რაც ზაფხულში ვერ შეძლო: მწვრთნელად მიიყვანოს ანტონიო კონტე. „პარტენოპეელთა” მეპატრონისთვის „იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც გუშინ ანიელების ოჯახის საუკუნოვან იუბილეში მიიღო მონაწილეობა, სწორედ ის ფიგურაა, რომელსაც დაეძებს. ADL-ს სწამს, რომ იტალიის ნაკრების, „ატალანტას”, „იუვეს” „ჩელსის”, „ინტერის”, „ტოტენჰემ...
მწვრთნელიჭამია არ არის, მაგრამ…
რუდი გარსია აურელიო დე ლაურენტისის ეპოქის მეათე მწვრთნელია. მას მერე, რაც 2004 წელს გაკოტრებული და სერია C1-ში გავარდნილი „ნაპოლი” იყიდა, ცნობილი კინოპროდიუსერის დინო დე ლაურენტისის (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი 500 ფილმიდან 38 ოსკარზე იყო წარდგენილი) თავადაც კინოპროდიუსერმა ძმის შვილმა „პარტენოპეელებს” ათი თავკაცი მოარგო: ჯან პიერო ვენტურათი დაიწყო და ჯერჯერობით გარსიაზეა გაჩერებული, თუმცა ფრანგს წყალი...
15-მა დაიწყო, 24-მდე შეივსო…
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 10 ოქტომბერს, ვილი სანილოლის გუნდმა „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე 24 ფეხბურთელით ივარჯიშა. მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა და ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ივა გელაშვილმა ისაუბრეს. ზურიკო დავითაშვილი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი, ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა, თუმცა...
უეფა როგორც ჭრის, ისე – კერავ…
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, 10 ოქტომბერს, გააუქმა გადაწყვეტილება რუსეთის ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნებართვის შესახებ. უეფამ განაცხადა, რომ „ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა, ვერ მოიძებნა“. 26 სექტემბერს უეფამ ნება დართო რუსეთის 17 წლამდელთა ნაკრებს მისი ეგიდით ეასპარეზა. მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე დროშისა და ჰიმნის გამოყენების გარეშე უნდა ჩატარებულიყო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინამ,...
ბრიტანეთი – ირლანდია და თურქეთი – იტალია. ითამაშებს საქართველო???
შვეიცარიაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა, რომელზეც იმ ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც 2028 და 2032 წლების ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებენ. 2028-ში ტურნირი ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთმა კანდიდატურა მოხსნა. თურქებმა იტალიასთან ახალი ერთობლივი განაცხადი წარადგინეს 2032 წლის ევროპის ჩემპიონატზე და დასტური მიიღეს, რადგან კანდიდატები მხოლოდ ისინი...









