წელი: 2023

Home 2023
უქულოებში ჰანოვერმა მოიგო
ჩანაწერი

უქულოებში ჰანოვერმა მოიგო

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ისევ უქულოდ არის. არადა, დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი შინ უშუალო კონკურენტ „ჰანოვერს“ დაუხვდა და დამარცხდა. ორივე გუნდი 5-5 წაგებით შეხვდა მატჩს. მატჩის ბედი ჩვენი გუნდის პირველ მეოთხედში დაშვებულმა შეცდომებმა გადაწყვიტა. „დინამომ“ პირველ მეოთხედში ექვსჯერ ვერ გამოიყენა მეტობა, საპასუხოდ სამი ბურთი გაუშვა და სოლიდურად ჩამორჩა – 0:3. თამაში ამის მერე...

ცუცქირიძე ლელოთი დაბრუნდა
ჩანაწერი

ცუცქირიძე ლელოთი დაბრუნდა

გასულ სარაგბო უქმეებზე ევროპაში მხოლოდ საკლუბო ტურნირები გაიმართა და ცხადია, ქართველებმა როგორც ჩემპიონთა თასზე ითამაშეს, ისე ჩელენჯ კაპზეც. მთავარ ევროთასზე 5 ჩვენებური გამოჩნდა, რანგით მეორე ტურნირში – 7. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთმა კი სულაც ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა გიორგი ცუცქირიძემ მორიგი ტრავმა მოიშუშა, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე მოლიდან გამოტანილი ბურთი „ბენეტონის“...

კარაგერი: კეინი ისტორიაში დარჩება
ჩანაწერი

კარაგერი: კეინი ისტორიაში დარჩება

„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი კარაგერმა „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი შეაქო. „როცა ინგლისის პრემიერლიგის დიდ ფეხბურთელებზე ფიქრობთ, კეინი ნამდვილად მათში ერთ-ერთი გამრჩეულია. ჰარი ისტორიაში დარჩება, როგორც „ტოტენჰემის“ საუკეთესო ფეხბურთელი“, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports. 29 წლის  კეინმა პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში „ფულემთან“ გაიტანა და კლუბის მთავარმეგოლეს, ჯიმი გრივზს (266) გაუთანაბრდა. შემდეგი ბურთი კეინს „დეზების“...

ლეგიონერი თურქეთის სუპერლიგიდან…
ჩანაწერი

ლეგიონერი თურქეთის სუპერლიგიდან…

თბილისის „დინამოს“ ახალი ლეგიონერი ჰყავს – საქართველოს ჩემპიონმა კონგოს ნაკრების ცენტრალური მცველი 20 წლის ფრანსის ნზაბა. ფეხბურთელი „დინამოში“ ერთწლიანი იჯარით თურქეთის სუპერლიგის გუნდ სტამბოლის „ბაშაქშეჰირიდან“ გადავიდა. „ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი თამაშის ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მივესალმები „დინამოს“ გულშემატკივრებს – თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის...

ვილი ყრის და ყრის
ჩანაწერი

ვილი ყრის და ყრის

ერთერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა, საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ვილი ისიანმა კლუბი გამოიცვალა, თუმც ისევ ესპანეთში დარჩა.  ვილი „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. მისი პირველი ლებ-ოროს ლიგაში თამაშობს, მეორე – ლებ-პლატაში. გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროა, რომელიც ვილის „მოლეში“ გაცილებით მეტი ექნება ჩვენიანმა უკვე თავის გამოჩენაც მოასწრო და კარგი პრესაც მიიღო. ისიანმა და მისმა „მოლემ“ „მოდერასს“ უმასპინძლეს...

ნაპოლის საქმე იუვენტუსის საქმესავით მნიშვნელოვანი არ არის
ჩანაწერი

ნაპოლის საქმე იუვენტუსის საქმესავით მნიშვნელოვანი არ არის

რადიო Gr-Parlamento-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ვექილს მატია გრასანის. საუბარი შეეხო „იუვენტუსის” 15 ქულით დასჯასა იმ საშიშროებას, რომელიც „ნაპოლის” ემუქრება. ლაპარაკია ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის „ლილიდან” „დიეგო მარადონაზე” გადაყვანის ოპერაციის კანონიერებაზე. „ტურინელებისთვის 15 ქულის დაკლებას არავინ ელოდა, — თქვა ადვოკატმა, — სერია A-ში კალჩოპოლის შემდეგ ასეთი მკაცრი სასჯელი არავის ახსოვს. თან, როგორც თქვეს ეს საბოლოო სასჯელი არ...

ნაპოლი მარტო ქულებით არ არის პირველი
ჩანაწერი

ნაპოლი მარტო ქულებით არ არის პირველი

„ნაპოლი” პირველ ადგილზეა, ყველაზე მეტი (46) გაიტანა და ყველაზე ნაკლები (14) გაუშვა. გუნდი პირველი წრის შემდეგ ბევრი პარამეტრით დაჰყურებს ზემოდან ყველას. 19 ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს 50 ქულა აქვთ. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში ადრე არ მომხდარა, მაგრამ განა მარტო „აძურის”, პირველი წრის შემდეგ 50 ქულა სერა A-ს ისტორიაში ბარე ორს არ ჰქონია...

მამარდა არც აქეს და არც აკრიტიკეს
ჩანაწერი

მამარდა არც აქეს და არც აკრიტიკეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ალმერიასთან” 2:2 ითამაშა. როგორც AS წერს, საკმარისია მეტოქემ სტრატეგია შეიმუშაოს და ჯენარო გატუზოს გუნდი შუშის ნაკეთობასავით იმსხვრევა. იმავე გაზეთის მტკიცებით, „ჩეებმა” ამ შეხვედრაში მრავალჯერ დაშვებული შეცდომები გაიმეორეს, თავად იტალიელი მწვრთნელიც კი სახტად დარჩა. კერძოდ, ლაპარაკია სტანდარტულ მდგომარეობებზე. შემდეგ AS-ს მოჰყავს სტატისტიკა: მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” მიერ გაშვებული გოლების 45% სტანდარტულებიდან იყო. უფრო...

ლემპარდი ევერტონიდან დაითხოვეს
ჩანაწერი

ლემპარდი ევერტონიდან დაითხოვეს

Sky Sports-ის ინფორმაციით, „ევერტონის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფრენკ ლემპარდი მთავარ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს, რაც ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება. ლემპარდი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გასული წლის ინვარში გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2022-2023 წლების სეზონში 20 მატჩში მხოლოდ 15 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა.

რონალდუს ალ ნასრში დებიუტზე
ჩანაწერი

რონალდუს ალ ნასრში დებიუტზე

საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ მთავარმა მწვრთნელმა პატრის კარტერონმა  კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრში“ დებიუტზე ისაუბრა. შეხვედრა 22 იანვარს „ალ-ნასრის“ გამარჯვებით დასრულდა – 1:0. „ბედნიერი ვარ კრიშტიანუს საუდის არაბეთში ჩამოსვლით. პორტუგალიელი ყველა თამაშით ისიამოვნებს „ალ ნასრის“ დარ კლუბში. ეს ფანტასტიკური სიახლეა ადგილობრივი ფეხბურთისთვის. ყველას მოეწონება მისი სპექტაკლები. სტადიონები გაივსება. რონალდუ საოცარი ფეხბურთელია და გვიხაროდა, რომ ასეთი ვარსკვლავის წინააღმდეგ ვითამაშეთ....