რადიო Gr-Parlamento-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ვექილს მატია გრასანის. საუბარი შეეხო „იუვენტუსის” 15 ქულით დასჯასა იმ საშიშროებას, რომელიც „ნაპოლის” ემუქრება. ლაპარაკია ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის „ლილიდან” „დიეგო მარადონაზე” გადაყვანის ოპერაციის კანონიერებაზე.
„ტურინელებისთვის 15 ქულის დაკლებას არავინ ელოდა, — თქვა ადვოკატმა, — სერია A-ში კალჩოპოლის შემდეგ ასეთი მკაცრი სასჯელი არავის ახსოვს. თან, როგორც თქვეს ეს საბოლოო სასჯელი არ იქნება. ფედერალურ პროკურორს მზად აქვს კიდევ ერთი საქაღალდე, რომელშიც უფრო დელიკატური საქმე დევს. ის 2020 წლის კოვიდიანი სეზონის ოთხ თვეს ეხება. ამიტომ არ არის გამორიცხული ტურინელებს სასჯელი დაამატონ.
რაც შეეხება „ნაპოლის” საქმეს, ის საფრანგეთის პროკურატურის ინიციატივით აღიძრა, რადგან „ლილში” სერიოზული დაღრვევები აღმოაჩინეს. ოსიმენის საქმე „იუვენტუსის” საქმესავით მნიშვნელოვანი არ არის. სპორტულმა მართლმსაჯულებამ ის უკვე გაარჩია და მიმართვის საბაბი ვერ ნახა. ჩვენთვის უცნობია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც ნეაპოლის პროკურატურაში შეიძლება გამოჩნდეს. სადღეისოდ პროცესი ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ლაპარაკია გაცილებით მცირე მასშტაბის ეკონომიკურ გავლენაზე”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
