წელი: 2023

Home 2023
კვარას გოლი როგორც შედევრი
ჩანაწერი

კვარას გოლი როგორც შედევრი

ვილაპარაკოთ კვარას გოლზე თუ უკვე ყველაფერმა ჩაიარა? ბატონებო, ეს ხომ ჯუზეპე სანმარტინოს „ფარული ქრისტეს” მსგავსი ხელოვნების ნიმუშია (მაპატიეთ აღფრთოვანებული კაცის თამამი შედარება), ეს შედევრია, რომელიც დროს უსწრებს. მას მარტო „აძურის” გულშემატკივარი კი არა, ფეხბურთის ყველა მოყვარული აღტაცებაში უნდა მოყავდეს. ბოლოს და ბოლოს „ნაპოლი” ხომ ისე მძლავრად თამაშობს, რომ მტრულ განწყობაზე არც კი რეაგირებს. რასაკვირველია, არსებობს...

საბა ანდრეასთან…
ჩანაწერი

საბა ანდრეასთან…

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საბა ლობჟანიძის „ჰათაისფორი“ იმდენად დაზარალდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ (ისევე, როგორც „გაზიანთეფმა“) თურქეთის სუპერლიგიდან დროებით გასვლის შეახებ გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, ფეხბურთელები სხვა კლუბებში გადანაწილდებიან. საბა ლობჟანიძე კარიერას სეზონის ბოლომდე იჯარით თურქეთის სუპერლიგის „ქარაგიუმრუქში“ გააგრძელებს, რომელსაც იტალიის ნაკრების, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო წვრთნის. „ჰათაისფორმა“ და „ქარაგიუმრუქმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს....

ვილი ისიანი ისევ საუკეთესოა…
ჩანაწერი

ვილი ისიანი ისევ საუკეთესოა…

ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა „მოლემ“, სადაც ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს. მე-20 ტურში „მოლემ“ „სან ანტონის“ უმასპინძლა და 28 ქულით, 70:98 დამარცხდა. „მოლე“ ამ შეხვედრას გარკვეული დანაკლისით შეხვდა, გუნდს ვირუსის გამო სამი წამყვანი კალათბურთელი აკლდა. ასეთი დანაკლისის ფონზე გუნდს ქართველმა ულიდერა – ისიანმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა...

ბასილაშვილის თავისუფალი ვარდნა
ჩანაწერი

ბასილაშვილის თავისუფალი ვარდნა

დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიტანელ ლიამ ბროდთან 4:6; 3:6 წააგო და რეიტინგში დიდი ვარდნა ელის. ბასილაშვილმა შარშან დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშა, წლეულს კი ძირითადი ბადეშიც ვერ გააღწია და ქულები დაუცველი დარჩა. ბროდთან მოსაგებად კი, ჩვენებურს შანსიც არ ჰქონია: პირველ სეტში პირველივე ჩაწოდება დათმო, ბოლოს სეტპოინტი კი გადაარჩინა, მაგრამ იქვე...

ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ჩანაწერი

ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა

ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...

სავარაუდოდ გაიყიდება ერთი და ის ოსიმენი იქნება
ჩანაწერი

სავარაუდოდ გაიყიდება ერთი და ის ოსიმენი იქნება

დღეს „ნაპოლის” მთავარი გმირები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან. მათ შესახებ იტალიის გარეთაც წერენ. ესპანეთში, მაგალითად, მათი ფასით დაინტერესდნენ. კერძოდ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარსა და წყვილის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობაზე გაზეთი AS ალაპარაკდა. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ვარაუდობს, რომ ქართველის ფასი ზაფხულში შეიძლება 150 მილიონ ევრომდე ავიდეს, ნიგერიელი კი 100 მილიონი ეღირება. მაგრამ,...

ბერგომის საყურადღებოდ: სასურველი სიკვდილი არასდროს მოდის
ჩანაწერი

ბერგომის საყურადღებოდ: სასურველი სიკვდილი არასდროს მოდის

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” სერია A-ში თამაშს თამაშზე იგებს და გულშემატკივარს აღაფრთოვანებს, მაგრამ როგორც calcionapoli1926-ის წერილიდან ჩანს, იტალიაში „პარტენოპეელთა” წარმატება ბევრს, მათ შორის ყოფილ ვარსკვლავებსა და ექსპერტებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, აღიზიანებთ. თვალსაჩინოებისთვის ხსენებულ წერილს პირდაპირ ვთარგმნით: „ისტორიით დავიწყოთ: არსებობს გამოთქმა „დაქაჩე ფეხებზე”, რომელიც მინიონის როლიდან იღებს სათავეს. მინიონი ძველ დროში ჯალათის დამხმარე იყო. როდესაც ადამიანს ჩამოხრჩობა...

მოსალოდნელი მარცხი
ჩანაწერი

მოსალოდნელი მარცხი

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მერვე მატჩი წააგო.  დღევანდელი მარცხი მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენი ჩემპიონი არამარტო იტალიის, არამედ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდს – „პრო რეკოს“ ესტუმრა. მასპინძლებმა 20:5 მოიგეს. პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ „დინამო“ მაღალი კლასის გუნდს ხვდებოდა და ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ ავტომატურად იზრდებოდა, რაც გასაკვირი არ არის… თუმცა, ველოდებით როდის აიღებს ქულებს...

ბექამ ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

ბექამ ოქრო გაიხსენა

თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით, მესამე დღეს ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შემატა. ხარისხი მაღალი – ბექამ ისრაელში იჩემპიონა. ოქროსკენ მიმავალ გზას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილი ბულგარელი ივაილო ივანოვის დაიპონებით შეუყვა, ვისაც უკრაინელი არტიომ ბაბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი მიაყოლა, რაც ფინალში გასვლის ტოლფასი იყო. ტიტულისთვის ჩვენებური უნგრელ...

ბასილაშვილს დოჰა სჭირდება
ჩანაწერი

ბასილაშვილს დოჰა სჭირდება

ასეც ხდება… ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს დოჰას 250 ქულიანი ტურნირი მოიგო, 2022 წელს ფინალი წააგო, ხოლო 2023-ში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. სადღეისოდ რეიტინგში 84-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი კიდევ უფრო დაქვეითდება, თუ წელსაც მინიმუმ ფინალში არ გავა. საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე თურქი ჩემ ილკელი იყო, რომელსაც ჩვენებურმა ორ სეტში მოუგო – 6:3 7:5. ნიკა შემდეგ წრეში...