დღეს „ნაპოლის” მთავარი გმირები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან. მათ შესახებ იტალიის გარეთაც წერენ. ესპანეთში, მაგალითად, მათი ფასით დაინტერესდნენ. კერძოდ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარსა და წყვილის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობაზე გაზეთი AS ალაპარაკდა.
ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ვარაუდობს, რომ ქართველის ფასი ზაფხულში შეიძლება 150 მილიონ ევრომდე ავიდეს, ნიგერიელი კი 100 მილიონი ეღირება. მაგრამ, ასე იქნება თუ ისე, დე ლაურენტისი ორივეს არ გაყიდის. გაიყიდება ერთი და ეს, როგორც ჩანს, ნიგერიელი იქნება.
ოსიმენის შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ყველაზე მეტად ინგლისელები აქტიურობენ. პრემიერლიგელთაგან ოსის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ”, რაზეც AS ღიად ლაპარაკობს, თუმცა არაფერს ამბობს ქართველზე, რომლის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სეზონის ბოლოს მისთვის ხელფასის გაორმაგებასა და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას „ნაპოლი” აპირებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
