თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მერვე მატჩი წააგო. დღევანდელი მარცხი მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენი ჩემპიონი არამარტო იტალიის, არამედ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდს – „პრო რეკოს“ ესტუმრა.
მასპინძლებმა 20:5 მოიგეს.
პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ „დინამო“ მაღალი კლასის გუნდს ხვდებოდა და ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ ავტომატურად იზრდებოდა, რაც გასაკვირი არ არის…
თუმცა, ველოდებით როდის აიღებს ქულებს „დინამო“…
ჩვენებს მომდევნო მატჩი ერთადერთი მოგების მქონე „ჰანოვერთან“, 1 მარტს აქვთ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
