„ვალენსიამ” შინ 1:0 დაამარცხა „რეალი”, რაშიც ლომის წილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა. მან შეხვედრის მიწურულს სამჯერ ბრწყინვალედ ითამაშა, რითაც „ღამურებს” სამი ქულა გადაურჩინა. თუ „ჩეები” წლეულს ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩებიან, მათგან საგანგებო მადლობა სწორედ გიორგის ეკუთვნის. ის მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა, „რეალთან” შეხვედრას კი შეიძლება გვირგვინი ვუწოდოთ. superdeporte-ს აზრით ეს იყო მამარდაშვილის...
წელი: 2023
რეალთან მატჩის მეფე – მამარდაშვილი
ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც სამართლიანად გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. გიორგის შეხვედრაში 5 მოგერიება ჰქონდა, მაგრამ მათგან განსაკუთერებით აღსანიშნავია მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯერ ვალვერდეს, შემდეგ კროოსისა და ბოლოს ბენზემას მომენტები – სამივე შემთხვევაში ქართველმა მეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მამარდაშვილთან და უგო...
ორთავჯანი წყალტუბოში
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ. აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“...
მამარდაშვილი — მეოცნებე მამის სიამაყე
2005 წლის გაზაფხულზე, ოთხი წლის გიორგის მამა თბილისის პარკებში ბურთს უგორებდა. იმხანად დავითი კარგი ქართველი მეკარე იყო, რომელმაც „ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. დავითი და გიორგი ერთად უყურებდნენ პრემიერლიგისა და სხვა ევროპული ლიგების შეხვედრებს. მამას კარგად ესმოდა, რომ თავად არასდროს მიეცემოდა რომელიმე მათგანში მონაწილეობის შესაძლებლობა, ამიტომ მთელი ოცნებები შვილზე გადაიტანა. ის...
ნაპოლი უდინეზეს შეესია
„სქაი სპორტის” ინფორმაციით „ნაპოლი” „უდინეზეს” თავდამსხმელის ბეტოს გადაბირებას აპირებს. „შავ-თეთრებს” იტალიის ჩემპიონთაგან უკვე მიუღიათ პირველი წინადადება. დე ლაურენტისი ბეტოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იძლევა, თუმცა უდინელები 25 წლის პორტუგალიელში 35 მილიონს ითხოვენ. 35 მილიონი ზუსტად ის რიცხვია, რაც ლისაბონელს გამოსასყიდ თანხად უწერია. ამბობენ, რომ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობაა და ამის გამო ბეტოს ტრანსფერზე მუშაობა...
სპალეტის განკარგულებაში უძლიერესი შემადგენლობაა
იტალიურ პრესაში წერენ, რომ „ნაპოლის” ის შემადგენლობა, რომელმაც სკუდეტო მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიპოვა, „ინტერთან” სათამაშოდ მზად არის. გამოჯანმრთელდა მარიო რუი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან” თამაშის დროს დაშავდა. ერთადერთი, ვინც 36-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, არის მექსიკელი ირვინგ ლოსანო, რომელიც ისეა დაშავებული, რომ მოედანზე მომავალ სეზონამდე ვეღარ ვიხილავთ. ბოლო ხანს ყურადღების...
დე ლაურენტისი შემცვლელებზე ფიქრობს
ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლი”… თანამშრომლობის გაგრძელებაზე არაფერი ისმის. მეტიც, ბოლო ინფორმაცია უფრო გზათა გაყრის მომასწავებელია. „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისა და მწვრთნელის ბიზნეს-სადილზე სპალეტიმ დრო ითხოვა. უფრო სწორად მან დრო მოიგო, რადგან ხელშეკრულების ცალმხრივად, ერთი წლით, კლუბის სურვილისამებრ გაგრძელება არ უნდოდა. ამბობენ, რომ ტოსკანელს არც ის მოეწონა, რომ...
დე ლაურენტისი: სპალეტი? ფრთებს ვერავის შევუკრავ
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან” წასვლა გადაწყვიტა — დარწმუნებულია „კორიერე დელო სპორტი”. გაზეთი ამტკიცებს, რომ ნეაპოლელთა სკუდეტოს შემოქმედი და მხედართმთავარი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან გათავისუფლებას შეეცდება. ბიზნესმენსა და მწვრთნელს შორის დისტანცია გაიზარდა, ურთიერთობა გაცივდა. სახელმწიფო ზარაფხანის ოფისში გამართულ სკუდეტოს მედლების პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა თქვა: „სპალეტი ნამდვილი ჩემპიონია, ჩემპიონები კი უნდა...
ტორპედომ კინი წარადგინა
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გუნდს და მედიას ახალი მწვრთნელი, სტივ კინი წარუდგინა. 55 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა მომავლის გეგმებზე ისაუბრა. „მოლაპარაკების დროს გადამწყვეტი იყო ის ფაქტორი, რომ გუნდის განვითარებაზეა ლაპარაკი. მსურს, „ტორპედოს“ დავეხმარო და ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ კლუბი უკეთესი გახდეს. თამაშის გამოსწორებას პირველივე შეხვედრიდან შევუდგებით. ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობდი. თუმცა ვიცნობ შოთა არველაძეს, ზურა...
ინტერთან ხვიჩას გარეშე
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა და „ინტერთან“ მომავალ მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებს, – ინფორმაციას გამოცემა corriere dello sport-ი ავრცელებს. ხვიჩა კვარაცხელიას „ინტერთან“ კვირას დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და, დიდი ალბათობით, მატჩს გამოტოვებს. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ, დღეს „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა. ამ დროისთვის მისი თამაში კვირას „ინტერის“ წინააღმდეგ საეჭვოა“, – წერს გამოცემა.









