ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც სამართლიანად გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
გიორგის შეხვედრაში 5 მოგერიება ჰქონდა, მაგრამ მათგან განსაკუთერებით აღსანიშნავია მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯერ ვალვერდეს, შემდეგ კროოსისა და ბოლოს ბენზემას მომენტები – სამივე შემთხვევაში ქართველმა მეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერია.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ მამარდაშვილთან და უგო დუროსთან კონფლიქტისთვის მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერი ვინისიუსი მოედნიდან გააძევეს ბოლო წუთები „რეალმა“ კაცნაკლულმა ჩაატარა.
მატჩის შემდეგ Sofascore-მა მამარდაშვილს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება 8.2 დაუწერა Flashscore-მა 7.4
ამ მოგებით „ვალენსიამ“ 40 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, გსავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს 5 ქულით გაასწრო.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
