
„სქაი სპორტის” ინფორმაციით „ნაპოლი” „უდინეზეს” თავდამსხმელის ბეტოს გადაბირებას აპირებს. „შავ-თეთრებს” იტალიის ჩემპიონთაგან უკვე მიუღიათ პირველი წინადადება. დე ლაურენტისი ბეტოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იძლევა, თუმცა უდინელები 25 წლის პორტუგალიელში 35 მილიონს ითხოვენ.
35 მილიონი ზუსტად ის რიცხვია, რაც ლისაბონელს გამოსასყიდ თანხად უწერია. ამბობენ, რომ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობაა და ამის გამო ბეტოს ტრანსფერზე მუშაობა გაგრძელდება. გამოსავალი შესაძლოა ფულს პლუს ფეხბურთელის ვარიანტი გამოდგეს.
კერძოდ, „ნაპოლი” უდინელთაგან 21 წლის სერბი ლაზარ სამარჯიჩის შეძენითაც არის დაინტერესებული და საქმე საქმეზე თუ მიდგა, არც 27 წლის ბრაზილიელ როდროგო ბეკაუზე იტყოდა უარს. სამარჯიჩიცა და ბეკაუც მცველები არიან. ბეკაუს კონტრაქტის თანახმად „უდინეზეში” მხოლოდ ერთი წელიწადი დარჩა გასატარებელი.
იტალიაში ვარაუდობენ, რომ „ნაპოლის” მხრიდან ბეტოს შესაძენად ნიადაგის მოსინჯვა სხვა არაფერია თუ არა მზადება ვიქტორ ოსიმენის გასაყიდად, რომლის ყიდვაც ნახევარ ევროპას უნდა. ხოლო ის ფაქტი, რომ „პარტენოპეელებს” 35 მილიონი მაინც არ ემეტებათ, იმას ნიშნავს, რომ ოსიმენის ფრონტზე ჯერ არაფერია გარკვეული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
