მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან” წასვლა გადაწყვიტა — დარწმუნებულია „კორიერე დელო სპორტი”. გაზეთი ამტკიცებს, რომ ნეაპოლელთა სკუდეტოს შემოქმედი და მხედართმთავარი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან გათავისუფლებას შეეცდება. ბიზნესმენსა და მწვრთნელს შორის დისტანცია გაიზარდა, ურთიერთობა გაცივდა. სახელმწიფო ზარაფხანის ოფისში გამართულ სკუდეტოს მედლების პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა თქვა:
„სპალეტი ნამდვილი ჩემპიონია, ჩემპიონები კი უნდა პოულობდნენ ადგილს, სადაც საკუთარ თავს საუკეთესოდ გამოხატავენ. მან ასეთი ადგილი ჩვენთან ნახა და ყველაფერი კარგად აეწყო. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მას მიეცემა საშუალება, თავისი უნარი კიდევ უფრო კარგად გამოხატოს.
რასაკვირველია, ჯობს მან ეს „ნაპოლიში” გააკეთოს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე შეუფასებელი და აუწონავი საქონელი თავისუფლებაა. ფრთები არავის არასდროს უნდა შეუკრა. ეს არც მე უნდა გავუკეთო სხვას და არც სხვამ უნდა გამიკეთოს მე. ცხოვრებაში ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა შეინარჩუნო. მე ასეთი ურთიერთობა მაქვს ანჩელოტისთან, მაძარისთან, რეიასთან.
ბენიტესი? ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ მადლიერების გრძნობა. მათ მიმართ ვინც შენთვის გასცა და მათგან ვინც შენგან მიიღო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
