მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა. მონაწილე 100 ქვეყნის ჟურნალისტიდან ხვიჩა საუკეთესო ხუთეულში სულ 4 ქვეყნის წარმომადგენელმა დაასახელა – ცხადია, საქართველოდან, სარბიელის დამფუძნებელმა ზურაბ ფოცხვერიამ, ასევე იორდანიელმა, იტალიელმა და სომეხმა ჟურნალისტმა.
საკვირველია და, ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი გამოკითხვაში მე-8 ადგილზე გავიდა, თუმც აქვე ვთქვათ, რომ ნიგერიელ ფორვარდს, რომელსაც გოლების უმეტესობა სწორედ კვარამ გაატანინა, ხმა ბევრმა „არასაფეხბურთო“ ქვეყანამ მისცა, ბევრმაც აფრიკულმა და რამდენიმე ევროპულმა…
მოკლედ, ბევრი აღარ გავაგრძელოთ და აგერ, თავად იხილეთ, ვისთვის ვინ გახდა წინა სეზონის რჩეული ფეხბურთელი.
აქვე, დავძინოთ, რომ ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ ლეო მესიმ მოიპოვა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
