საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან გამართა.
ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 102:104 დამარცხდა. არადა, მატჩის მიმდინარეობისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მატჩს ასეთი დასრული ექნებოდა. ეგ კი არა, ბალტიისპირელებს ზედ საფინალი სირენის წინ რომ არ ჩაეგდოთ, თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა.
მატჩის დასაწყისში 6:2 დავწინაურდით, მაგრამ ბალტიისპირელებმა 13 უპასუხო ქულა ჩაგვიგდეს და მას შემდეგ მუდმივად მდევრის როლში ვიყავით. ბოლო მეოთხედის წინ სულაც 17 ქულით ვაგებდით.
მატჩის გადარჩენა უიმედო ჩანდა. თუმცა, ბოლოს სროლებიც წაგვივიდა, ლიეტუველებმაც ბევრი ააცილეს და 24 წამით ადრე მაკფადენის სამქულიანის შემდეგ ანგარიში უკვე თანაბარი იყო.
ბოლო შეტევა ბალტიისპირელებს დარჩათ, მასპინძლებმა ბურთი თითქმის ბოლომდე გაათამაშეს, წამით ადრე კი არაზუსტად ესროლეს და… თუმცა, ფარი წავაგეთ, რასაც მასპინძლების ორქულიანი და გამარჯვება მოჰყვა.
თითქმის მთელმა მატჩმა ოთხ კალათბურთელზე გადაირა: თორნიკე შენგელიამ (30 ქულა), სანდრო მამუკელაშვილმა (19), გიორგი შერმადინმა (18) და თად მაკფადენმა (18) ბევრი იმუშავეს, მაგრამ მარტო მათი გარჯა საკმარისი არ გამოდგა. გარდა ამისა, არ ჩანდა ტაქტიკური მონახაზი და ძირითადად ინდივიდუალიზმის ხარჯზე ვირჯებოდით. იმედია, ზუროსი ამ ყველაფერს გაანალიზებს…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
