კასტელ დი სანგროს სტადიონი ტეოფილო პატიანის სახელობისაა. ქალაქის მერი ანჯელო კარუზო ამ დღეებში მისი ტევადობის 2500 ადგილით გაზრდას აპირებს.
საქმე ის არის, რომ აბრუცოს პროვინციის ამ დასახლებულ პუნქტში „ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას გადის და გულშემატკივრები ამხანაგურ თამაშებზე ვერ ეტევიან.
Radio Crc-ს ცნობით „ჰათაისფორთან” შეხვედრის წინ უკვე იყო დაძაბული სიტუაცია, როდესაც ტრიბუნები გაივსო, ქომაგების ნაწილი კი გარეთ დარჩა.
ცნობილი იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” წერს: „ქალაქის მერს კარგად მოეხსენება, რომ თუ რამე არ იღონა 12 აგვისტომდე პრობლემა შეიძლება განმეორდეს, რადგან ოსიმენი და მისი თანაგუნდელები კასტელ დი სანგროში სწორედ ამ დრომდე რჩებიან”.
Radio Crc-ს კორესპონდენტთან საუბარში კარუზომ განაცხადა, რომ „პატიანის” ტევადობა შემდეგი სამი ამხანაგური შეხვედრისთვის („ჟირონასთან”, „აუგსბურგთან” და ლიმასოლის „აპოლონთან”) 5 000-დან 7500-მდე გაიზრდება და ცხადია ახალ ადგილზე ბილეთებიც თვალის დახამხამებაში გაიყიდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 07:33მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
