„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,…
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფლანკერმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო გაიტანა და „მიდი ოლიმპიკის“ მიერ ტრადიციულად შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ტოპ 14 ამ ჯერზე საღინაძის „ლიონმა“ ვერ მოიგო, მაგრამ პარიზში, „სტად ფრანსესთან“ სრულიად არანორმალური მატჩის ფრედ დასრულება კი შეძლო. პირველ ტაიმში დედაქალაქელებმა 4 უპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს და…
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი….
იტალიის ჩემპიონის „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-ს მისცა ინტერვიუ. კინოპროდიუსერმა და ფეხბურთის კლუბის მეპატრონემ თქვა: „როდესაც წამყვანი ფეხბურთელები გავყიდე, მეკითხებოდნენ, რა მქონდა მიზნად დასახული. ამ კითხვაზე ვპასუხობდი, რომ ჩემი მიზანი სკუდეტოს მოგება იყო. ეს პასუხი ყურს ისე ჭრიდა, გეგონება ვიგინებოდი. მაგრამ, გავიმარჯვეთ. წარმატებას კი იმიტომ მივაღწიეთ, რომ ფეხბურთში იმის დანერგვა დავიწყე, რაც წლების…
„მონცამ” „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგებას ლამაზი ჟესტი მიუძღვნა. ეს კვირას, გუნდების დაპირისპირების წინ მოხდა. ტელეეკრანიდან ყველამ ნახა, თუ როგორ მოუწყეს მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობთ — იმას, რის შესახებაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „აძურის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავად ილაპარაკა. „როდესაც გასახდელში შევედით, კედელზე დაგვხვდა წარწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნაპოლი!. ასეთი რამ არასდროს…
„ნუთუ გუშინდელს მერე არავის გაგიჩნდათ „ნაპოლისთვის” ლოცვის სურვილი? ეს გუნდი ხომ ბოლო დროს ამუხრუჭებს და ამუხრუჭებს. მონცაში იტალიის ჩემპიონი გაზარმაცებული და უზუსტო იყო. თუმცა, როგორ გინდა არ გშთანთქას იმ კლიმატმა, რომელიც გარშემო მეფობს. მერედა, თავად თამაში იყო იმდენად არაფრისმომცემი, რომ სპალეტიმ მეორე შემადგენლობის ფეხბურთელებს დაუთმო ასპარეზი” — წერს ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო”, მაგრამ იქვე დასძენს,…
„ვალენსიამ” ვიგოში „სელტა” დაამარცხა 2:1 და ამ გამარჯვების წყალობით შეიძლება ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩეს. ანგარიში მე-8 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გახსნა. საგოლე გადაცემა მას 21 წლის დიეგო ლოპესმა მიაწოდა, ლოპესს კი თავისი საჯარიმოდან გიორგი მამარდაშვილმა გადასცა გრძელი პასი. მე-60 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა, შვეიცარიელმა ვეტერანმა ჰარის სტეფანოვიჩმა ანგარიში გაქვითა, მაგრამ თამაშის მიწურულს 21 წლის ალბერტო მარიმ გამარჯვებისა…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes