„მონცამ” „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგებას ლამაზი ჟესტი მიუძღვნა. ეს კვირას, გუნდების დაპირისპირების წინ მოხდა. ტელეეკრანიდან ყველამ ნახა, თუ როგორ მოუწყეს მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობთ — იმას, რის შესახებაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „აძურის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავად ილაპარაკა.
„როდესაც გასახდელში შევედით, კედელზე დაგვხვდა წარწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნაპოლი!. ასეთი რამ არასდროს არსად მინახავს”, — თქვა „პარტენოპეელთა” თავკაცმა.
შემდეგ, სპალეტიმ მისთვის დამახასიათებელი იუმორით დასძინა: „მაგრამ, დღეს მე „მონცას” მადლობელი არ ვარ, რადგან ამის გამო თამაში წავაგე”.
და ბოლოს სერიოზულად: „მეტოქემ ხარისხიანი ფეხბურთი შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ ამას ველოდით. ჩვენ შევისწავლეთ „მონცა”. ანდრეა პეტანიამ საუცხოო გოლი გაგვიტანა, რასაც ვულოცავ. მის წინააღმდეგ თამაში ცხოვრებას გირთულებს”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
