ეროვნული ლიგის მე-13 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 16 გოლი გაუტანეს (მანამდე სარეკორდო მე-9 ტური გახლდათ – 15 გოლი). მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ მეორე ადგილზე მყოფი „ბათუმი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს უკვე 9 ქულით გაუსწრო. ეს ბათუმელთა პირველი წაგება გახლდათ წლეულს ეროვნულ ლიგაში, „იბერია“ კი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება....
ჭდე: ირაკლი სიხარულიძე
ბლესა ბოლო წუთზე…
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სადაც ლიდერმა „იბერიამ“ უშუალო მდევარ „დილას“ უმასპინძლა. თბილისელებმა ირაკლი სიხარულიძის გოლით 1:0 მოიგეს, 30 ქულა მოაგროვეს და გორელებს 7 პუნქტით გაუსწრეს. ამასობაში „ბათუმმა“ „გაგრასთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა და 24 ქულით მეორე საფეხურზე დადგა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ბოლო წუთამდე აგებდნენ, მაგრამ მშველელად ისევ ჯალენ ბლესა გამოუჩნდათ. ესპანელისთვის...
ყველაზე სწრაფი ეკონგოლო
ეროვნული ლიგის მესამე ტური თავიდანვე მოულოდნელობით დაიწყო: „თელავმა“ ქუთაისში „ტორპედოს“ 2:1 მოუგო. მოგეხსენებათ, ქუთაისელებს ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ, მაგრამ დირკ შუსტერის გუნდი მიჯრით მეორედ დამარცხდა. მოულოდნელიო, ვთქვით, თუმცა თუ თელაველთა ენერგიულ თამაშს ვნახავთ, არც ანგარიში მოგვეჩვენება გაზვიადებულად. მოკლედ, ვალერი გაგუას გაწვრთნილმა კახურმა კლუბმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და მეორე ადგილზე დადგა. გოლები თელაველთა ახალწვეულებმა,...
ვივა აკადემია
ეროვნული ლიგის მეორე ტური მასპინძლებისა გამოდგა. ხუთიდან სამ შეხვედრაში დამხვდურებმა გაიმარჯვეს. ვნახეთ სეზონის პირველი ავტოგოლი (ერიკ პიმენტელი, „ტორპედო“) და გაცუდებული პენალტი (დავით მუჯირი, „სამგურალი“). „დინამომ“ „სამგურალს“ 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე ნიკა ნინუამ გაიტანა საჯარიმოს გარედან, უძლიერესი დარტყმით. მან ძველი ნინუა გაგვახსენა, როცა ულამაზესი ბურთები გაჰქონდა ხოლმე შორიდან. განსაკუთრებით საჯარიმოები. „დინამოს“ კლუბის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი...
იბერია თავში დაბრუნდა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 30-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა. სამტრედიაში გამარჯვების შემდეგ (0:1) პირველ ადგილზე „იბერია“ დაბრუნდა. ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 89-ე წუთზე. ტურის გვიან შეხვედრაში „ტორპედომ“ 2:0 სძლია „დინამოს“ და მეორე ადგილზე აინაცვლა. მეორე ბურთი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა შეაგდო, ჯამში 20 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. წინა ტურში „დილა“...
საბურთალო, თასი, კონფერენცია
საქართველოს თასი მესამედ მოიგო თბილისის „საბურთალომ“ – თასის ფინალში გიორგი მიქაძის გუნდმა საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაამარცხა 1:0 და საქართველოს თასთან ერთად, მომავალ წელს კონფერენციის ლიგის საგზურიც მოიპოვა. შეხვედრის ბედი არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ირაკლი სიხარულიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მატჩის ბოლო წუთები დარამატული გამოდგა, ბათუმელები ერთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებსა...
სარეკორდო – 22
„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,...
ისევ 2 ქულა
ეროვნული ლიგის 32-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები არ შეუტანია. ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 2 ქულაა. „დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო შინ 3:1 და სტუმრებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაურთულა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გახლდათ, როცა საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიაში ჩაჭედა ბურთი. ერთიც გიორგი მოისწრაფიშვილმა შეაგდო....
ხვიჩას გაცილებამდე
29 ივნისს, ელიგის მე-20 ტურში „ბათუმი“ „დინამოს“ უმასპინძლებს. წინა ორ წრეში ერთი შეეხვედრა ზღვისპირელებმა მოიგეს (3:0), მეორე ფრედ დამთავრდა (0:0). თამაშის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ ბათუმიდან. 1 ივლისიდან ის ოფიციალურად გახდება იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი. ძალიან საინტერსო თამაში უნდა გამოვიდეს. ტური 2 ივლისს დასრულდება. შემდეგ კი ელიგაში 13 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება. ახლა კი მე-19 ტურის...
ფრეების ტური
მესამე წრეც დასრულდა და ელიგაში გადამწყვეტი შეხვედრების დრო დგება. გავიხსენოთ: პირველი წრე „დინამომ“ მოიგო, 4 ქულით აჯობა „ბათუმს.“ მეორე წრეში ორხელისუფლებიანობა ვიხილეთ. მაშინ „ბათუმმა“ და „დინამომ“ თანაბარი ქულები მოაგროვეს. აი, მესამე ცხრატურა კი აშკარად ზღვისპირელების გამოდგა. ახლა ლიდერი „ბათუმი“ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“ წრის ბოლო ტურში ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა დაკარგა ქულები. თან ერთნაირი...









