„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,...
