გუშინ გიამბეთ ფეხბურთის ვარსკვლავზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის კურორტზე ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ახლა კი დავძენთ: ის ხელმეორედ წაიყვანეს პოლიციაში. პრემიერლიგის ცნობილ მოთამაშეს სხვა ქალის გაუპატიურებაშიც სდებენ ბრალს. „სანი” წერს, რომ ახალი პრეტენზია მას მერე გაჩნდა, რაც დაზარალებული ქალები ერთმანეთს ინსტაგრამით დაუკავშირდნენ და ამბავი გამოკითხეს. ფეხბურთელი ძალიან ცნობილია, მაგრამ მის სახელს სამართლებრივი მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ...
წელი: 2022
უიმბლდონზე ნახევარფინალები გამოჩნდა
უიმბლდონი დასასრულისკენ მიდის. როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორსაც დღეს გავიგებთ. ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უმძიმეს ბრძოლაში იტალიელი იანიკ სინერი დაამარცხა. არადა, თავდაპირველად აპენინელი იგებდა და სეტებში 2:0 დაწინაურდა. თანაც ისე, რომ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეჩოგნეს პირველი სეტი 1:4 ჩამორჩენის მერე შემოუტრიალა. ჯოკოვიჩმა, ჰანდიკაპი აქეთ ნახეთო და სამ სეტში სინერი...
პსჟ-ს მტერი, პსჟ-ს მწვრთნელი
გაიცანით, პსჟ-ს ახალი მწვრთნელი – 55 წლის მარსელელი კრისტოფ გალტიე… კაცი, რომელმაც შარშან საფრანგეთში პარიზული კლუბის ჰეგემონია დაამხო და „ლილი“ ქვეყნის ჩემპიონობამდე მიიყვანა. „პარი სენ-ჟერმენის“ ეს გადაწყვეტილება დიდი მოულოდნელობა იყო საფეხბურთო სამყაროსთვის. კლუბის ახალ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ, ჩანს ვერ შეთანხმდნენ. მაურისიო პოჩეტინოს გაშვება კი პარიზელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ხოლო...
მუყაითი ჯეკი
„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ჯეკ გრილიში საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე იმყოფება და მუყაითად ვარჯიშობს. მან ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჯერ სპრინტში ამოწმებს საკუთარ შესაძლებლობებს, შემდეგ კი ბურთიანად სახელდახელო კონუსებს უვლის გვერდს. წინა დღეებში ის ოდინდელი ასტონვილელი მეგობრის, კონორ ჰურიჰანის ქორწილში ყოფილა. მანამდე თანამენაკრებე ჰარი მაგუაირის ნიშნობაზე გაერთო. ახლა კი ფორმის აღდგენის დროა.
რა სჭირს ამ ხალხს?
ქალის გაუპატიურების ბრალდებით პრემიერლიგის კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიჭირეს. ლაპარაკია ძალიან ცნობილ ფეხბურთელზე, რომელზეც „სანი” წერს, რომ ის ინგლისის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. ცხადია, ეჭვმიტანილი ნაკრების წევრია და წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადება. ფეხბურთელი, ისევე როგორც მომჩივანი ქალი, 20-დან 30 წლამდე არიან. პოლიციის ექვსმა მანქანამ ვარსკვლავს შინ, ღამის 3 საათზე, მძინარეს მიაკითხა. საქმე საჩივრის საფუძველზე აღიძრა. ქალი...
რონალდუ უნდათ თუ არ უნდათ?
როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს. ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ...
ჩაკვეტაძე 70
ბრატისლავის „სლოვანმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით ამ კლუბში ითამაშებს. ჩვენიანი შემტევი 70-ნომრიან მაისურას მოირგებს… შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია და სლოვაკეთამდე გერმანულ „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული. შეგახსენებთ ასევე, რომ „სლოვანში“ გიორგის თანამემამულეები – ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და კაპიტანი გურამ კაშია დახვდებიან....
საქართველომ ესპანეთი და დარბაზი დაანგრია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ახალი დარბაზი კარგად დაიბედა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა – პირველად სათამაშო სპორტის სახეობებში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთ. საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ, ოვერტაიმი ან მატჩში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეტოქეს 82:76 მოუგო. ჩვენი გუნდი უმეტეს დროს ლიდერობდა. მცირე ხნით პირველ მეოთხედში ჩამორჩა, მაგრამ 10-წუთეული მაინც მოიგო – 15:14. გუნდი...
“რითეილ ასოციაციის” ტრადიციული ტურნირი “ნიკორას” გამარჯვებით დასრულდა
თბილისის მერიის საფეხბურთო ცენტრ “იმედში” დასრულდა რიგით მეორე “რითეილ ასოციაციის თასის” გათამაშება. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელების თანამშრომელთაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. ტურნირის ჩატარების მიზანი ტრადიციულია: აქტიური ცხოვრება გახდეს ნორმად, რაც ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების ფორმირების საფუძველს წარმოადგენს. ნიკორა, გუდვილი, სპარი, ზღაპარი, სმარტი, დეილი, აგროჰაბი, უნივერსამი, მაგნიტი, კარფური ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს...
რონალდუ ვარჯიშზე არ მივიდა
კრიშტიანუ რონალდუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და ეს ოჯახური პრობლემებით ახსნა. კლუბში განაცხადეს, რომ ესმით კრიშტიანუს პრობლემის და მოუთმენლად ელიან. თუმცა რა პრობლემაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. მანკუნიანელთა ხელმძღვანელობის პოზიცია იგივეა: პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დარჩა კლუბში სათამაშო და ის არ იყიდება. თუმცა თავად რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ...









