წელი: 2022

Home 2022
დინამო-ნავბახორი-დინამო…
ჩანაწერი

დინამო-ნავბახორი-დინამო…

ზორან მარუშიჩი უზბეკური „ნავბახორიდან“ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი დედაქალაქურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. მარუშიჩი „დინამოს“ ღირსებას 2021 წლის სეზონში იცავდა, მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა....

ომანელ ვექილს ბიშტი უნდა
ჩანაწერი

ომანელ ვექილს ბიშტი უნდა

ომანელმა ვექილმა აჰმედ ალ ბარვანიმ ლეო მესის მილიონი დოლარი შესთავაზა — მას ის ბიშტი უნდა, რომელიც არგენტინის ნაკრების კაპიტანს მსოფლიოს ჩემპიონატის დაჯილდოებაზე ეცვა. ალ ბარვანიმ მესის ტვიტერის საშუალებით მიმართა: „ომანის სასულთნოდან გილოცავთ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებას. არაბული ბიშტი გონიერებისა და სიბრძნის სიმბოლოა. მე თქვენ მასში მილიონ დოლარს გთავაზობთ”. ბიშტი არაბული ტრადიციული სამოსია, რომელიც დიდწილად...

ბურთი, რომელიც ლეომ საფრანგეთის კარში შეაგდო
ჩანაწერი

ბურთი, რომელიც ლეომ საფრანგეთის კარში შეაგდო

შეიძლება ბურთი 21 000 დოლარი ღირდეს? რასაკვირველია შეიძლება თუკი ეს ბურთი ლეო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების კარში შეაგდო. ლაპარაკია გოლზე, რომელიც არგენტინამ დამატებით დროში გაიტანა. ხსენებული ბურთი ახლა არგენტინელ ძმებს ხუანსა და იგნასიოს ეკუთვნის. ისინი დოჰაში ფინალს ესწრებოდნენ და გაუმართლათ. „ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, — უთხრეს მათ „ტელეფეს”, — ეს ხომ ბოლო 30 წლის...

მესის გამოსახულება დააზიანეს
ჩანაწერი

მესის გამოსახულება დააზიანეს

ბარსელონაში ლეო მესის „ფრესკა” დააზიანეს. უეჭველია, რომ ეს არგენტინელის ზიზღთან ან რაღაც პროტესტთან არის დაკავშირებული. უცხოურ პრესაში ვარაუდობენ, რომ კატალონიის დედაქალაქში მავანს არ მოეწონა ცნობები მესისა და „პარი სენ ჟერმენის” თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ. სხვა მხრივ რატომ უნდა დაეზიანებინათ ასე უმოწყალოდ იმ კაცის გამოსახულება, რომელმაც მათი ქალაქის საამაყო კლუბს წლების მანძილზე დიდი წარმატებები მოუტანა — ესპანეთის...

ნაპოლისთან მოგება ხომ ამხანაგურებშიც ყველას უნდა
ჩანაწერი

ნაპოლისთან მოგება ხომ ამხანაგურებშიც ყველას უნდა

ანდრეა სტრამაჩონი 2012-13 წლებში „ინტერის” მწვრთნელი იყო. შემდეგ მან იმუშავა „უდინეზეში”, „პანათინაიკოსში”, პრაღის „სპარტაში”, ირანისა და ყატარის კლუბებში, ახლა კი იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ტექნიკური კომენტატორია. მან Radio Kiss Kiss-ს ინტერვიუ მისცა, სადაც „ნაპოლიზე” და მის წაგებულ ამხანაგურ შეხვედრებზე ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ „აძური” ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ ესპანურ „ვილიარეალთან” დამარცხდა — 2:3, შემდეგ კი...

დაცვა ვალენსიას პრობლემად რჩება
ჩანაწერი

დაცვა ვალენსიას პრობლემად რჩება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” უჩვეულო დროს ჩასმული მუნდიალით გამოწვეული შემოდგომა-ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიურ „ალკმაართან” 1:3 წააგო. თავად შეხვედრაც უჩვეულო იყო, რადგან ჯენარო გატუზომ ის რაღაცნაირად მიაბა მეორე საკონტროლო მატჩს „ვალენსია მესტალიასთან”, თუმცა ჯამში „ალკმაართან” მაინც ცალკე თამაში გამოვიდა, უბრალოდ, იტალიელმა მწვრთნელმა 70-ე წუთზე მთელი შემადგენლობა შეცვალა. AS წერს, რომ „ჩეებს” ძალიან აკლდათ ედინსონ...

პრზიდენტი 4 თებერვალს…
ჩანაწერი

პრზიდენტი 4 თებერვალს…

22 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2023 წლის საარჩევნო ყრილობის თარიღი დამტკიცდა. XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს გაიმართება. სფფ-ის წევრებს, პრეზიდენტობის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატებისა და ყრილობის დელეგატების წარსადგენად ვადა 2023 წლის 14 იანვრამდე აქვთ. აღმასკომზე სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებება დაამტკიცეს. განახლებულ რედაქციაში ეროვნული ლიგის 10 კლუბს მოთხოვნა მიეცა შექმნან ქალთა...

ილიას ოქრო იერუსალიმში
ჩანაწერი

ილიას ოქრო იერუსალიმში

იერუსალიმის მასტერსის დასკვნითი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ოქრო და ბრინჯაო – ასეთია ჩვენი მონაგარი. ისრაელში გაშლილი ტატამის ბოლო დღის ერთ-ერთი გმირი ილია სულამანიძეა (100 კგ.), ვინც ფინალში ნიდერლანდელი სემიონ კატერინა აშკარად დაჩაგრა, მუდმივად უტევდა, რასაც ნიდერლანდელი ვერაფრით პასუხობდა და მსაჯებმა სამი გაფრთხილებით მოხსნეს. ფინალამდე სულამანიძემ უნგრელი შომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელდარ გასიმოვი, ისრაელის წარმომადგენელი პეტერ...

ვინ შეცვლის ნოიერს?
ჩანაწერი

ვინ შეცვლის ნოიერს?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს. მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრების მეკარემ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვებულების დროს, თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და 2022-2023 წლების სეზონში ვეღარ ითამაშებს. RMC Sport-ის ცნობით, გერმანული კლუბი მის შემცვლელად კეილორ ნავასს (პსჟ), იან ზომერს („გლადბახი“) და დომინიკ ლივაკოვიჩს (ზაგრების „დინამო“) განიხილავს. ასევე, შესაძლოა, „მონაკოში“ განათხოვრებული ალეკსანდერ ნიუბელი დააბრუნონ. ყველაზე რეალური კანდიდატი...

რონალდუს და და პირველი ხელფასი
ჩანაწერი

რონალდუს და და პირველი ხელფასი

კრიშტიანუ რონალდუს უფროსმა დამ, კატია ავეირუმ, მოყვა თუ როგორ ეხმარებოდა ძმას ყმაწვილობისას. „მაშინ ჩემი უმცროსი ძმა 13 წლის იყო. დღეში 16 საათს ვმუშაობდი და კვირაში მხოლოდ ნახევარი დღე მქონდა დასვენება. პირველი ხელფასით მას სპორტული ფეხსაცმელი ვუყიდე, ძალიან უნდოდა. ფეხსაცმელში ცოტა ფულიც ჩავუდე. ცხოვრება შეიცვალა. კრიშტიანუ გაიზარდა და ადგილები გავცვალეთ. თუმცა ერთის ისტორია მეორისას არ აკნინებს“,...