22 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2023 წლის საარჩევნო ყრილობის თარიღი დამტკიცდა. XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს გაიმართება. სფფ-ის წევრებს, პრეზიდენტობის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატებისა და ყრილობის დელეგატების წარსადგენად ვადა 2023 წლის 14 იანვრამდე აქვთ.
აღმასკომზე სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებება დაამტკიცეს. განახლებულ რედაქციაში ეროვნული ლიგის 10 კლუბს მოთხოვნა მიეცა შექმნან ქალთა გუნდები ან პატრონობა აიღონ არსებულ ქალთა გუნდზე ან საფეხბურთო სკოლაზე. ამასთან, ეროვნული ლიგის 10 კლუბთან ერთად, ქალთა ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ კლუბებს მოეთხოვებათ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც კლუბის მიერ დანიშნულმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
