„ნაპოლიმ” რეკორდი დაამყარა: ამ იტალიურ კლუბს ზედიზედ 12 თამაში აქამდე არასდროს მოუგია. რეკორდი დამყარდა ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში, რომელიც „აძურიმ” „რეინჯერსს” 3:0 მოუგო. გამარჯვებული სვლა სპალეტის გუნდმა 3 სექტემბერს რომში, „ლაციოსთან” შეხვედრაში დაიწყო — 2:1. ამას მოჰყვა მოგება „ლივერპულთან”, „სპეციასთან”, „გლაზგო რეინჯერსთან”, „მილანთან”, „ტორინოსთან”, „აიაქსთან”, „კრემონეზესთან”, ისევ „აიაქსთან”, „ბოლონიასთან”, „რომასთან” და ისევ...
წელი: 2022
სპალეტი: ნაპოლი დაბალანსებულია, კიმი – ცხოველი
„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში „გლაზგო რეინჯერსს” 3:0 მოუგო. იტალიური კლუბის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაასვენა, პიოტრ ჟელინსკი და ირვინგ ლოსანო კი მხოლოდ ბოლო წუთებში დატვირთა. „აძურის” მწვრთნელმა მატჩის შემდეგ თქვა: „დღეს ვათამაშე ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კვირას „რომასთან” არ უთამაშიათ, მაგრამ მანამდე ბევრ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შესაძლოა სხვა გუნდებში როდესაც მატჩის...
ბასილაშვილი კორტზე ვერ იგებს
სასამართლოს მოგების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზეც შეეცადა წაგებათა სერიის შეწყვეტას, მაგრამ რუს დანილ მედვედევთან ვერაფერს გახდა. ჩვენებურმა ზუსტად საათში, იოლად დათმო მატჩი — 2:6; 2:6. ეს ვენის 500-იან ტურნირზე მოხდა, სადაც ორგანიზატორებს ერთი იაღლიში გაეპარათ: ისინი ყველა მონაწილეს გამამხნევებელ ბანერს მის მშობლიურ ენაზე უწერენ. ბასილაშვილის მოსასვენებელ მხარეს კი ქართული ასოებით ეწერა – დავაი, ნიკოლოზ! ეს...
დავით ხოჭოლავას უიღბლო დღე
ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „სევილიამ” შინ 3:0 დაამარცხა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი”, თუმცა ანგარიში ძალთა შორის განსხვავებას ობიექტურად ვერ ასახავს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დანიელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი მასპინძელთა კარის ძელს და შეხვედრის ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, ესპანურ გუნდს თვალისმომჭრელი უპირატესობა ნამდვილად არ ჰქონია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მცველს, მან...
სპალეტი: ჩვენი ქალაქი მოედანზე უნდა ვაჩვენოთ
დღეს „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „გლაზგო რეინჯერსს” მასპინძლობს. ოფიციალური პრეს-კონფერენციის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „სქაი სპორტს”, სადაც თქვა: „სიამაყით ვივსებით იმის გამო, რომ გულშემატკივართა გულები მოვინადირეთ და ხალხი ტრიბუნებზე დავაბრუნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქომაგები ჩვენს შრომას აფასებენ, რაც ყველაზე მეტად გვიხარია. მთავარი ის კი არ არის,...
ლოჩოშვილის გუნდის წაგება მოსაგებ შეხვედრაში
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” შინ ეგრეთწოდებული 6-ქულიანი შეხვედრა წააგო კონკურენტ „სამპდორიასთან” — 0:1. ამ მარცხმა კრემონელები, რომელთაც 11 ტურში ერთხელაც არ მოუგიათ, ბოლო ადგილზე დაუშვა. მასიმილიანო ალვინის გუნდი სერია A-ში ერთადერთია, რომელსაც გამარჯვება ჯერ არ დაუგემოვნებია, „სამპდორიამ” კი მე-18 ადგილზე აინაცვლა, ოღონდ ეს პოზიციაც გასავარდნთა ზონაშია. გენუელთათვის გუშინდელი მოგება პირველი იყო. სტუმრებმა მატჩის ერთადერთი გოლი 78-ე...
სპალეტიმ მოურინიუს მითი გაანადგურა
„სტადიო ოლიმპიკოზე” გამარჯვებით ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში პირველად დაამარცხა ჟოზე მოურინიუ, მაგრამ მნიშვნელოვანი მარტო ეს არ იყო, მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ ამ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „რომას” ყველაფრით აჯობა. ეს იყო ლუჩანოს ულამაზესი გამარჯვება, რომელიც თავის დროზე ცხოვრობდა ამ სტადიონზე, „ჯალოროსიში” მუშაობა მისი ოცნება იყო, მაგრამ „ოლიმპიკო” მტრად მოუტრიალდა. იმ სეზონზე, მედიაში იმიტომ კი არ ლაპარაკობდნენ, რომ სპალეტიმ...
ნაპოლის ხვიჩასთან ახალ კონტრაქტზე არც ულაპარაკია
“როდესაც სტადიონზე შეკრებილი ქომაგი ერთხმად სკანდირებს შენს გვარს, განსაკუთრებული ემოციაა. ყოველთვის მჯეროდა, ხვიჩას წარმატების, მან ყველას დაანახა რა შეუძლია. “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი? ამ საკითხე მასთან არავის ულაპარაკია, ხვიჩა ამ საკითხზე არც ფიქრობს. ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშზეა კონცენტრირებული, მის გარეშო აგორებულ სატრანსფერო ჭორება ყურადღებას არ აქცევს” – ხვიჩა კვარაცხელიას მამის ბადრი კვარაცხელიას სიტყვებს Football Italia აქვეყნებს....
ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი
ესპანური „მარკა” იტყობინება, რომ „ვალენსია” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული. ლაპარაკია, „საბურთალოს” ნახევარმცველ გიორგი გოჩოლეიშვილზე. ფეხბურთელმა ქართულ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „ვალენსიაა” შენით ინტერესდება”. გოჩოლეიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. ქართული წყაროების თანახმად, მისი ყიდვა „ღამურებს” 600 000 ევრო დაუჯდებათ. ესპანურ სააგენტო Efe-ს „საბურთალოსთან” დაკავშირებულმა ადამიანმა უთხრა,...
ვაითუ პრობლემა მენტალური არ არის, რინო
რინო, ვაითუ ეს მენტალური პრობლემა არ არის. „ვალენსიას” მეორე ტაიმებში ერთი და იგივე მოსდის, ჯენარო გატუზო კი ამას მენტალურ პრობლემად აღიქვამს, ლაპარაკობს საკუთარი თავის რწმენაზე და ერთი-ორჯერ სიტყვა დამოკიდებულებაც კი წამოცდა. „პირველი სირთულე ის არის, რომ ჩვენ მენტალური ხასიათის პრობლემები გვაქვს. ვფიქრობ, გუნდის ნაკლი ფიზიკური არ არის. ბუნებრივია, როდესაც გეშინია, რომ ვერ მოიგებ ან როდესაც...









