ტელეკომპანია „სქაიმ” „რომასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ერთ საინტერესო ფაქტს მიაქცია ყურადღება: პირველად, რაც „ჯალოროსის” სათავეში ჟოზე მოურინიუ დგას, გუნდმა თამაში ისე დაამთავრა, რომ მეტოქის კარში არ დაურტყამს. ვაზუსტებთ: კარისკენ დარტყმის მცდელობები კი ჰქონდა, მაგრამ ჩარჩოში ერთხელ ვერ დაუმიზნა, თუნდაც მეკარეს რომ აეღო, ისე. ასეთი რამ „რომას” თავის მოედანზე 2015 წლის შემდეგ არ დამართვია და რამდენადაც...
წელი: 2022
იტალიური გაზეთი კვარათი უკმაყოფილო დარჩა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” სტუმრად ჟოზე მოურინიუს „რომა” დაამარცხა, 1:0. ეს გახლდათ ყველა შეჯიბრებაში „აძურის” ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება, რომელთაგან 9 სერია A-ზე მოდის. შედეგად, იტალიის ჩემპიონატის ცხრილში ლუჩანო სპალეტი და მისი ბიჭები 29 ქულით პირველ ადგილზე არიან და 3 ქულით უსწრებენ „მილანს”. რომაულმა „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად გამოთქვა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ მატჩის...
ოქროს ბექა და მოვერცხლილი სოფო
აბუ დაბის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა – ოქროსა და ვერცხლის. ვაჟთა შორის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში ფრანგ ლორის ტისიეს დაეჭიდა და რამდენიე წამში ტატამზე ბეჭებით გააკრა. ფინალამდე ღვინიაშვილმა ვუგარ თალიბოვი, ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვაჰიდ ბორჩაშვილი, ბერძენი თეოდოროს ცელიდისი და სერბი ნემანია მაიდოვი მიყოლებით დაამარცხა. აბუ დაბის ძიუდოისტთა...
21 ვერ იკმარეს
საფრანგეთის პრო დ2-ის მე-8 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს შედეგიანობა ორ კაცზე მოდის. ორმა ქუთაისელმა, ორმა ბორჯღალოსანმა – ოთარ გიორგაძემ და თედო აბჟანდაძემ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, ჯამში თავის „მონტობანს“ 21 ქულა შესძინეს, მაგრამ გუნდმა „გრენობლთან“ საშინაო მატჩი მაინც დათმო – 33:34, მცირე სხვაობით მარცხისთვის სანუგეშო ბონუსი მიიღო და...
ტიტები !!!
საკალათბურთო კლუბი „ტიტები“ 2016 წელს დაარსდა. მომდევნო წელს გუნდი უკვე საქართველის კალათბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში იღებს მონაწილეობას. 2019 წელს ტიტები სუპერლიგაშია. იმავე წელს კი საქართველოს თასი მოიგო. გუნდი კიდევ ერთი ტიტულით ამაყობს – დუდუ დადიანის მემორიალზე გამარჯვებით. ეს 2021 წელს მოხდა. წლეულს ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს თვალი ჩემპიონობაზე დაუდგამს, თუმცა, თავად მთავარი მწვრთნელი სეზონის...
ბითაძემ ორმაგი დაისხა
ესეც პირველი ორმაგი. NBA-ს წლევანდელი სეზონის მესამე მატჩში ბითაძემ 14 ქულა და 15 მოხსნა მოინაგრა, ხოლო „ინდიანა პეისერსმა“ შინ „დეტროიტ პისტონსი“ 124:115 დაამარცხა. ბითაძემ პარკეტზე 25.23 წუთი გაატარა. ჩვენებურმა სამწამიანი ზონიდან 6-ჯერ შეუტია ფარს და ყველა ჩააგდო, ხოლო სამქულიანი სამჯერ ისროლა და ერთხელ იხეირა. გოგა ოთხჯერ საჯარიმო ხაზზე დადგა და საიდანაც ერთი გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც,...
ხელი აწიეთ, ვინც მის შესახებ იცოდით და არ იყიდეთ
სპორტულო დირექტორებო, მწვრთნელებო, შუამავლებო, რომელთათვისაც კვარაცხელიას ფენომენი უცხო არ იყო, ხელი აწიეთ. განა დე ლაურენტისმა, ჯიუნტოლიმ და მათმა პარტნიორებმა წლის გადატრიალება არ მოახდინეს? ძაკარდო, საკვანძო ფიგურა გახდა, არადა, ოპერაციაში გვიან ჩაერთო. კითხვა კი ასეთია: თუკი კვარაცხელია თქვენთვის უცნობი ფიგურა არ იყო, რატომ ჩამოვიდა იტალიაში მხოლოდ სამი თვის წინ? ანჩელოტიმ აღიარა, რომ „აძურიში” მუშაობის დროს მასზე...
ყველა ტურში გუნდის გადარჩენა შეუძლებელია
„ვალენსიამ” შინ წააგო „მალიორკასთან” — 1:2. „მარკა” წერს, რომ საპრესკონფერენციო დარბაზში შესულ „ღამურების” მწვრთნელს, იტალიელ ჯენარო გატუზოს მარცხის სიმწარე სახეზე ეწერა. ხელის მოცარვას ის თავის თავს აბრალებდა: „წაგება ჩემი ბრალია, რადგან დღეს უკანმოუხედავად მოვიწადინე მოგება, მოედანზე მარკოს ანდრე და უგო დურო შევიყვანე, რამაც ცუდი შედეგი მოიტანა. მე გამარჯვება, მინდოდა, მაგრამ მოვლენათა ფორსირებამ ვერ გვიშველა. მარცხზე...
ფონსეკა: კვარაცხელია რაღაცით ნეიმარს მაგონებს
თუკი ვინმეს შეუძლია „რომასა” და „ნაპოლიზე” ლაპარაკი, ეს 53 წლის ურუგვაელი ვეტერანი დანიელ ფონსეკაა, რომელიც 1992-94 წლებში „აძურიში”, ხოლო 1994-97 წლებში „ჯალოროსიში” თამაშობდა. თავდამსხმელმა, რომელსაც „ელ ტიგრეს” ეძახდნენ ნეაპოლელთა შემადგენლობაში 69 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ამ 39 გოლს შორისაა ხუთი, რომელიც მან 1992 წლის 16 სექტემბერს, უეფას თასზე „ვალენსიას” შეუგდო. ფონსეკა ახლა სპორტული აგენტია. ის...
გოგამ გახსნა
ესეც წლევანდელი ქართულ-ამერიკული ქულები. გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ უქულო მატჩის შემდეგ სან ანტონიოს 8 ჩაუგდო და NBA-ს წლევანდელ სეზონში ანგარიში გახსნა. „ინდიანამ“ კი, სეზონის სტარტზევე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო – 134:137. პარკეტზეც 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5-დან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა. გოგას აქტივში ერთი მოხსნაც იყო, პასივში კი დაკარგვა და ოთხი ჯარიმა....









