Breaking News

დაემხო ის, რაც 1930 წელს დაიწყო

„ნაპოლიმ” რეკორდი დაამყარა: ამ იტალიურ კლუბს ზედიზედ 12 თამაში აქამდე არასდროს მოუგია. რეკორდი დამყარდა ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში, რომელიც „აძურიმ” „რეინჯერსს” 3:0 მოუგო.

გამარჯვებული სვლა სპალეტის გუნდმა 3 სექტემბერს რომში, „ლაციოსთან” შეხვედრაში დაიწყო — 2:1. ამას მოჰყვა მოგება „ლივერპულთან”, „სპეციასთან”, „გლაზგო რეინჯერსთან”, „მილანთან”, „ტორინოსთან”, „აიაქსთან”, „კრემონეზესთან”, ისევ „აიაქსთან”, „ბოლონიასთან”, „რომასთან” და ისევ „გლაზგო რეინჯერსთან”.

ხსენებულ 12 შეხვედრაში „ნაპოლიმ” გაიტანა 36 გოლი და გაუშვა 12.

აქამდე ნეაპოლელთა რეკორდი მიჯრით 11 გამარჯვება გახლდათ. პირველად ეს 1929-30 წლების ჩემპიონატში მოხდა, შემდეგ კი 1985-86 და 1986-87 წლების სეზონებში.

Giovanni Simeone of SSC Napoli competes for the ball with Benjamin Davies of Rangers FC ,during the UEFA Champions League group A match between SSC...

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.