ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს (საპრიზო ფონდი 6.008.725 ევრო) მეორე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებური იტალიელ ლორენცო მუსეტის გაეჯიბრა და 4:6; 2:6 დამარცხდა. ბასილაშვილმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ 8 გეიმში გაუწია. ხოლო როდესაც ანგარიში თანაბარი 4:4 იყო, მუსეტი უპირატესობას დაეუფლა, ჯერ სეტი, შემდეგ მეორე სეტი და საბოლოოდ მატჩიც იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე.
წელი: 2022
სენსაცია მე-4 ლიგიდან
გაიმართა საქართველოს თასის ნახევარფინალური შევხედრები. ფინალში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ლიგა 4-ის გუნდი ითამაშებს. „ლოკომოტივი 2“ – „საბურთალოს“ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტები კი უფრო ზუსტად „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებმა შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. ზესტაფონში ქუთათურებმა 2:0 იმარჯვეს და დედაქალაქელების...
კაპიტნით და მაკფადენით
11 და 14 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორ შეხვედრას გამართავს სტუმრად ისლანდიაში და შინ, იტალიასთან. ჩვენების მწვრთნელ ილიას ზუროსს საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ გამოუცხადებია, თუმც ფიბაში 17-კაციანი განაცხადი უკვე გაიგზავნა: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, ალექსანდრე...
ხვიჩა — საცობში გაჩხერილი
„ნაპოლიმ” „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ ბოლო მიზანსაც მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი პოზიციიდან გავიდა. სპალეტის გუნდმა „წითლებს” როგორც თამაშის ასევე ინტენსივობის თვალსაზრისით ტოლი არ დაუდო. „ნაპოლის” ოსტიგარდის გოლი მილიმეტრიანი თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს, ბოლოს კი სალაჰმა და ნუნიესმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანეს, — წერს „კორიერე დელო სპორტი” და „აძურის” ფეხბურთელებს აფასებს. შებორკილები ხვიჩა კვარაცხელია, საცობში გაჩხერილი:...
სპალეტი: ჯგუფის მოგება დიდი შედეგია
„ჩვენ პრაქტიკულად ვერ გვაჯობეს. შეიძლება ბოლოს კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა და…,” — თქვა „ლივერპულისა” და „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ. 85-ე და 90+8 წუთებზე მოჰამედ სალაჰისა და დარვინ ნუნიესის მიერ გატანილი გოლებით მერსისპირელებმა ვეზუვის კალთებიდან ჩამოსული სტუმრები 2:0 დაამარცხეს. „გაძეტა დელო სპორტის” აზრით ჯერ ერთი შედეგი არ ასახავს იმ თამაშს, რომელიც...
მუდრიკზე ტაციაობაა
დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის თამაშემწემ კარლო ნიკოლინიმ დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის შეძენით პრემიერლიგის ორი კლუბი – „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. 21 წლის ფეხბურთელს ასევე მადრიდის „რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სკაუტები აკვირდებიან, თუმცა უკრაინელისთვის პრიორიტეტული ინგლისის ჩემპიონატში თამაში ყოფილა. მუდრიკი ხარკოვის „მეტალისტის“ აღზრდილია. თამაშობდა „დნიპროს“ აკადემიაში. 2019 წლიდან კი „შახტარის“ ფეხბურთელია. დონეცკური კლუბი...
ქართული ღერძი – ვასკა და თედო
გასული კვირის ბოლოს ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგებში მორიგი ტურები გაიმართა. სამი ათეული ქართველი ლეგიონერის მონაგარი როგორც ყოველთვის, არაერთგვაროვანია და ქვეყნის პრესტიჟი ეროვნული ნაკრების ღერძმა დაიცვა. ვასილ ლობჟანიძემ მშვენიერი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მეორეა ტოპ 14-ის მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად ერთი ჯარიმა შეასრულა და პირადი ანგარიში პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 24 ქულამდე გაზარდა....
ნინიაშვილმა დაიწყო, გორგაძემ დაასრულა
ევროპის უძლიერეს სარაგბო ჩემპიონატად აღიარებულ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის მე-8 ტური გაიმართა, რომელშიც ქართველ ლეგიონერთა უჩვეულოდ მცირე რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ 8 ჩვენებურმა ითამაშა გასულ უქმეებზე, მაგრამ ნათქვამია, ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია და ეს ჭეშმარიტება ამ ჯერზეც დადასტურდა. რაგბის ქართველ ქომაგთათვის ყველაზე საინტერესო მატჩად „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედა იყო მიჩნეული და მოლოდინი გამართლდა – ორმა ბორჯღალოსანმა...
ნოემბერში ორი მატჩია…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს თბილისში ამხანაგურ მატჩებს გამართავს ისრაელისა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ. რამაზ სვანაძის გუნდი, ისრაელს 16 ნოემბერს, ხოლო უკრაინას 21 ნოემბერს დაუპირისპირდება. მინი-ტურნირის მესამე მატჩი, ისრაელსა და უკრაინას შორის 19 ნოემბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ჩვენი ნაკრების...
ლობოტკას ხელფასს უზრდიან
სტანისლავ ლობოტკა ლუჩანო სპალეტისეული „ნაპოლის” ბურჯი არა მარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც, მალე ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი მოთამაშე გახდება. სლოვაკი ნახევარმცველი ნეაპოლში 2020 წლის იანვარში ჩავიდა. მასში გვარიანი თანხა გადაიხადეს — ლობოტკას „სელტასგან” გამოსახსნელად „ნაპოლიმ” 20 მილიონ ევროს პლუს ბონუსები გაიღო და ეს ფული თავიდან ბევრს გადაყრილად მოეჩვენა. საქმე ის არის, რომ ახალწვეულს „ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი...









