მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტური ნოემბერშია დაგეგმილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ნოემბერს ისლანდიაში ითამაშებს, ხოლო 14-ში იტალიას გაეჯიბრება. მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში 4 დღე...
წელი: 2022
ხვიჩა ატალანტას დაასვენებს
ხვიჩას წელის ტკივილმა შეუტია. სწორედ ამ მიზეზით ქართველი თავდამსხმელი „ატალანტასთან“ 5 ნოემბრის შეხვედრას გამოტოვებს. ეს ცნობა უკვე დაადასტურა „ნაპოლის“ პრეს-სამსახურმა და იქვე აღინიშნა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და მომავალი კვირიდან კვარა ვარჯიშს სრული დატვირთვით განაახლებს. „ხვიჩა „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს. მას წელის ტკივილი აწუხებს. საგანგაშო არაფერია, ექიმებმა დაგვაიმედეს, რომ კვარა გუნდს იმ კვირიდან დაუბრუნდება“, –...
ვალენსია მენდეშის მაფიის წინააღმდეგ
შუაგულ ვალენსიაში გულშემატკივართა ჯგუფმა სამი ბანერი გამოფინა. ყველაზე დიდს, რომელიც ცენტრში განათავსეს ინგლისურად ეწერა: „მენდეშის მაფიის წინააღმდეგ”. ცენტრალური ბანერის მარცხნივ, შედარებით მომცრო პლაკატზე გამოსახული იყო პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში რომელიც კლუბ „ვალენსიას” მეპატრონის სინგაპურელი პიტერ ლიმის მეგობარი და პარტნიორია. მენდეშის პორტრეტი ისე იყო შესრულებული, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის „ნათლიას” მთავარი პერსონაჟი, მარლონ ბრანდოს მიერ...
ჩირო ფერარა: მე ვნახე მარადონა
2020 წლის შემოდგომაზე ჩირო ფერარამ გამოსცა წიგნი „მე ვნახე დიეგო და ყველაფერი სწორედ ასე იყო”. წიგნში აღწერილია „ნაპოლის” ოქროს წლების ამბავი. ის ეძღვნებოდა დიეგო მარადონას, რომელიც იმხანად 60 წლისა სრულდებოდა — ეს მისი უკანასკნელი დაბადების დღე აღმოჩნდა. ერთი ხნის წინ ჩირო გაემგზავრა ბუენოს აირესს სადაც… კიდევ შეხვდა დიეგოს. ფერარა ხარდინ დე ბელა ვისტას სასაფლაოზე მივიდა....
მესი და რონალდუ ისევ საუკეთესოებს შორის
Globe Soccer Awards-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა ფინალური ათეული დაასახელა, სადაც ისევ მოხვდნენ ოდინდელი გმირები – ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ნომინანტთა სია ასეთია: მოჰამედ სალაჰი და ლუის დიასი (ორივე – ლივერპული), კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა (ორივე – რეალი), კილიან მბაპე და ლიონელ მესი (ორივე – პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), სადიო მანე (ბაიერნი), კრიშტიანუ...
ხვიჩას მანქანა მოპარეს
ხვიჩა კვრაცახელიას ნეაპოლში ავტომობილი, „მინი ქანთრიმენი“ მოპარეს. ქართველი ფეხბურთელი ამ დილით ვარჯიშზე მიდიოდა, თუმც მანქანა ფარეხში აღარ დახვდა. პოლიცია უკვე საქმის კურსშია და დამნაშავეთა ძებნა დაიწყო. თავად კვარაცხელია კი „ნაპოლის“ ბაზაზე მივიდა და სრულფასოვნად ივარჯიშა. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება.
ბილინგემის ამბავი
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ჯუდ ბილინგემი კლუბის ახალი სახე გახდეს. მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მერსისაიდელები მზად არიან „დორტმუნდის“ 19 წლის ნახევარმცველში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, წითლებს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევთ. ევროპული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით ასევე მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებული. „დორტმუნდი“ ჯუდში 150 მილიონს ითხოვს. ბრიტანლი ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ „ლივერპულის“...
ყური თამაშს გარეთ
ინგლისური გაზეთი „სანი” წერს, რომ ფეხბურთის ფანებს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდათ. მიზეზი: „ენფილდზე” „ლივერპულის” კარში „ნაპოლის” გოლი იმიტომ არ ჩაუთვალეს, რომ ლეო ოსტიგორი ყურით იყო თამაშგარე მდგომარეობაში. ამის მერე იურგენ კლოპის გუნდმა თამაშის ბედი მოატრიალა და 2:0 გაიმარჯვა. ოსტიგორს 53-ე წუთზე საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ ჩააწოდა. ეს გახლდათ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა პირველი მარცხი ყველა შეჯიბრებაში. „სანის”...
როგორ დაინახეს კვარა იტალიაში
იტალიური პრესა მიიჩნევს, რომ „ლივერპულთან” 0:2 წაგების მიუხედავად „ნაპოლიმ” „ენფილდზე” მაინც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა — მთელი 80 წუთის განმავლობაში ტაბლოზე 0:0 ეწერა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულებისამებრ გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა — შესაძლოა ნაკლებად მკვეთრი იყო, მაგრამ მისგან სულ ხიფათო მოდიოდაო. ქვემოთ გთავაზობთ იტალიური გაზეთების შეფასებებს. როგორ დაინახეს მათ ქართველი გარემარბი თამაშში, რომელშიც მართალია გოლი...
ხვიჩა მსოფლიოში მეექვსედ მიიჩნიეს
„ლივერპულისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა. ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ კი ამასობაში გამოაქვეყნა მისი ვერსიით მსოფლიოს ათი საუკეთესო მარცხენა თავდამსხმელის სია, რომელშიც 2001 წელს დაბადებული ქართველი, რომელმაც უმაღლეს დონეზე ჯერ მხოლოდ 17 თამაში ჩაატარა, მე-6 პოზიციაზეა. იტალიურმა პრესამ ყურადღება გაამახვილა, რომ კვარა „მილანის” ბრაზილიელ მარცხენაფლანგელ ლეაოზე მაღლა აღმოჩნდა. ათეული...









