საქართველოს ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპირველობას აზერბაიჯანის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. მეტოქე ხელწამოსაკრავი სულაც არ არის, მაგრამ ზედ ჩვენებთან მატჩის წინ პრობლემები მიეძალათ. აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიაში ემზადებოდა. ვიდრე გუნდი ნიდერლანდებში გადაინაცვლებდა, კოვიდ-ტესტებზე დადებითი პასუხი მათ წამყვან ფეხბურთელებს – ედუარდოსა და რავალ ვილელას აღმოაჩნდათ. თუმცა, მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორი ლეგიონერის – მანეკესა და ფელიპინიოს...
წელი: 2022
რონალდუმ, მივდივარო
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნით უკმაყოფილოაო. მალე მას 37 წელი უსრულდება, თამაშს 40 წლამდე აპირებს და გამარჯვებულად სურს წასვლა. გასულ ზაფხულს მანჩესტერში იმ იმედით დაბრუნდა, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, იფიქრა გუნდი დიდი მიზნებითვის იბრძოლებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ახალი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მისვლის შემდეგ, შიდავითარება კიდევ უფრო აირია. ახლა „იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზეა და თამაშის ხარისხის...
მარკო სამპდორიაში
მარკო ჯამპაოლო „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელია – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. 54 წლის სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინათ გათავისუფლებული რობერტუ დ’ავერსუ შეცვალა. ჯამპაოლოს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმეს, 2024 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით. შეგახსენებთ, რომ ჯამპაოლო უკვე წვრთნიდა „სამპდორიას“ 2016-19 წლებში. მისი ხელმძღვანელობით გენუელებმა ორჯერ მეათე, ერთხელ კი მეცხრე ადგილი დაიკავეს იტალიის ჩემპიონატში. 2019-ის ზაფხულში მარკომ...
თამაში ფეხებზე მეკიდა
„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილა საყრდენმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა თავისი კარიერიდან. პირდაპირი კაცი ყოფილა კამერუნელი – თქვა, თამაში კი არა, ფული მაინტერესებდაო… „როცა „ბარსელონას“ შემოთავაზებული კონტრაქტი ვნახე და ციფრებს შევხედე, აღარ მიფიქრია. ვიგრძენი, რომ როცა კარიერას დავასრულებდი, ჩემს ცოლსა და შვილებს კომფორტული მომავალი ელოდათ. …სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ შესაძლოა, ბევრი მატჩი არ ჩამეტარებინა...
არ დანებდე!
ავსტრალიის ღია პირველობაზე ვნახეთ ეს მომენტი. ესპანელმა პაბლო კარენო-ბუსტამ ასე მოიპოვა ქულა ნიდერლანდელ ტელონ გრიკსპორთან… ნახეთ, როგორ ირბინა და საიდან ჩააგდო. ქულა ჩაეთვალა, ბადეს არ შეხებია. ეს ბრეიქ-პონტი იყო. შეხვედრაც სწორედ კარენო-ბუსტამ მოიგო 5 სეტში. საინტერესოა, რომ ნიდერლანდელ გრიკსპორს აქამდე 29-მათჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
რატომ ქომაგობს ატლეტიკო ნიუკასლს?
მას მერე, რაც „ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის კონსორციუმმა იყიდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია. მეორე მხრივ, „კაჭკაჭები“ ფული სულ ახლახან იშოვეს და ამას მათთვის ჯერ წარმატება არ მოუტანია — გუნდი 20 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ კლუბი იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს. მან „ბარნლის“ თავდამსხმელ კრის ვუდში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადა. მის...
გრემ პოტერი და თავში სახლელი ქვა
პრემიერლიგის ტიტულზე ფიქრს თავი დაანებეთ. როგორც ჩანს, „ჩელსის“ ამოცანა ამ სეზონში ოთხეულში დამკვიდრება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის თომას ტუხელის გუნდმა თავისი უგერგილო სვლა განაგრძო — ბრაიტონში 1:1 ითამაშა. 28-ე წუთზე ჰაკიმ ზიეშის გოლმა დასავლეთ ლონდონელები დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე ადამ ვებსტერმა მძლავრი თავურით გაქვითა ანგარიში. „ჩელსის“ თამაშის სცენარი...
ყველაფერი საქართველოსთვის
საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებში 19 იანვარს მიემგზავრება, ხოლო საქმეში 22 იანვარს ჩაერთვება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე აზერბაიჯანია, 26 იანვარს ჩვენები ბოსნიას შეხვდებიან, ხოლო 29-ში ჯგუფურ ეტაპს ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ. საქართველო ქალაქ გრონინგენში ითამაშებს. ურთულესი ჯგუფია. უმთავრესი ფავორიტი ესპანეთია, შემდეგ ჩვენები, აზერბაიჯანელები და ბოსნიელები… საქართველო-აზერბაიჯანის მატჩს სპეციალისტები...
ზლატანმა მსაჯი დაამშვიდა
იტალიური სერია A-ს 22-ე ტურის მატჩში „მილანმა“ „სპეციას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. თუმცა 1:1-ის დროს მილანელმა ფორვარდმა ჟუნიორ მესიასმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მარკო სერამ ამ ეპიზოდამდე წამით ადრე ანტე რებიჩის წაქცევისათვის დაუსტვინა და გოლი არ ჩათვალა. არადა, რაკი ბურთი მასპინძლებს ჰქონდათ, შეეძლო თამაში არ გაეჩერებინა. მილანელი ფეხბურთელები აღშფოთდნენ, მაგრამ არბიტრი შეუვალი აღმოჩნდა. თამაშის მიწურულს...
საქართველოს ხმა ფიფაში
The Best FIFA – როგორც იცით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. „ოქროს ბურთს“ ვერ შესწვდა, თორემ ფიფას ვერსიით ზედიზედ მეორედ მოიგო. და როგორი იყო საქართველოს ხმები? არა მხოლოდ ფეხბურთელზე, სხვა ნომინაციებში საქართველოსგან რჩეულებზეც გეტყვით. როგორც იცით, საქართველოდან ხმის უფლება აქვთ ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლს ( ვინც პირველად მონაწილეობდა), კაპიტან ჯაბა კანკავას და მედიიდან,...









