ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების...
წელი: 2022
24 წლისაა თუ ჰოჯსონის კლასელი?
ინგლისურმა „უოტფორდმა“ 24 წლის ნიგერიელი სამუელ კალუ შეიძინა. კლუბის ფანებში ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი და ირონია გამოიწვია – გვეეჭვება, კალუ მართლა 24 წლის იყოსო… ერთმა ისიც დაწერა, მგონი, როი ჰოჯსონის თანაკლასელიაო. ჰოჯსონი კი 74 წლის გახლავთ. კალუ „ბორდოდან“ მიიყვანეს. 2017-2018 წლებში კი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო ბელგიურ „გენტში“. რაც შეეხება „უოტფორდს“, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ბოლოსწინა...
ადამა შინ ბრუნდება
„ბარსელონამ“ და „ვულვერჰემპტონმა“ შეთანხმებას მიაღწიეს: ადამა ტრაორე ინგლისიდან მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდება. ეს ცნობა კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ გაავრცელა. გამორჩეული ჯანით ცნობილი ვინგერი ხელფასის შემცირებას დათანხმდა. ასე 26 წლის მოთამაშეს საშუალება მიეცემა ახლავე გადაბარგდეს „კამპ ნოუზე“ და საქმეს შეუდგეს. მართალია, ოფიციალური განცხადება ჯერ არც „ბარსელონას“ გაუკეთებია და არც „ვულვზს“, მაგრამ ცნობილია, რომ ლაპარაკია იჯარაზე, რომელიც წლის...
იუვე და ჟორჟინიო
იტალიაში გავრცელებული ცნობების თანახმად „იუვენტუსმა” კვლავ მიმართა „ჩელსის” ჟორჟინიოს თაობაზე. „ბებერი ქალბატონის” ინტერესი გაიტალიელებული ბრაზილიელის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. ტურინელები ლონდონელებს ჯერ კიდევ მაურიციო სარის მწვრთნელობის დროს სთხოვდნენ ნახევარმცველს და „გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, „შავ-თეთრებს” მისი გადაბირების განზრახვაზე ხელი არ აუღიათ. ჟორჟინიო 30 წლისაა. ბოლო პერიოდში ის, როგორც იტალიის ნაკრებისთვის ასევე „ჩელსისთვის” მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა...
ორჯერ გაგდებული და ორივეჯერ დაბრუნებული
კიტოში, „ესტადიო როდრიგო პას დელგადოზე“, ეკვადორისა და ბრაზილიის ნაკრებთა გიჟურ შეხვედრაში სტუმრების მეკარე, ლივერპულელი ალისონი მსაჯმა ორჯერ გააძევა, მაგრამ VAR-ს რომ შეხედა, ორივეჯერ დატოვა. თამაში დამთავრდა 1:1. მე-6 წუთზე კაზემიროს გოლით ბრაზილია დაწინაურდა, 75-ე წუთზე კი მექსიკური „სანტოს ლაგუნას“ ნახევარმცველმა ფელიქს ტორესმა გაქვითა. მსოფლიოს ჩემპიონატის ეს შესარჩევი შეხვედრა მეკარეებისთვის განსაკუთრებით უცნაური გამოდგა: მე-15 წუთზე ეკვადორელთა...
შოთა და ჰალი: ერთად მოვიგოთ!
შოთა არველაძე – „ჰალ სიტიში“! კლუბის ვებ-გვერდმა ეს ამბავი უკვე ოფიციალურად დაადასტურა და შოთამაც კომენტარი გააკეთა: „მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ვფიქრობ, ფეხბურთში ვინც საქმიანობს, ყველას სურს ინგლისში მოხვედრა და უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახიც ამაყობს. …ძალიან მოტივირებული ვარ და ვფიქრობ, გუნდს შეუძლია კარგი თამაში აჩვენოს ტალანტებით, რომლებიც ახლა ჰყავს. ახალგაზრდები, კრეატიულები და ნაწილი ფეხბურთელებისა...
ჩაკვეტაძე გენტს მოშორდა
ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე სასიამოვნო ინფორმაციაც ვრცელდება – გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ „ჰამბურგში“ ითამაშებს. ბელგიურმა „გენტმა“ ჩვენებური სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი და იმედი ტრავმის შემდეგ „გენტში“ საერთოდ ჩაიკარგა. ეგ კი არა, ბოლო დროს მწვრთნელი უკვე საერთოდ აღარ ენდობოდა და გამოჯანმრთელების მიუხედავად განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა. სათამაშო პრაქტიკა კი ფეხბურთელისთვის აუცილებელია....
ლევან ჯობავა: რიდი და სიფრთხილე მაინც იგრძნობა
თბილისის „ვიტ ჯორჯია“, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია – კლუბი თავისი კოლორიტი ფეხბურთელებით, მაგალითად, გიორგი ადამიას გარღვევებით, დავით დიღმელაშვილის ბურთის ფლობითა და პასებით, ოთარ მარცვალაძის სპრინტებით, ლევან მელქაძის გოლებით… რა თქმა უნდა, პრეზიდენტი: გურამ რუხაძე… მასთან ასოცირდება „ვიტ ჯორჯია“. გუნდი 2018 წელს დაბრუნდა მთავარ ლიგაში, მაგრამ ისევ გავარდა და ბოლო ორი სეზონია, იქაც...
რამოსი ძველი ამბიციებით
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, განაცხადა, რომ ბედნიერია პარიზულ კლუბში ყოფნით და იქ მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. „ბედნიერი ვარ. ყველა ტიტულის მოგება გვსურს. შესანიშნავი კლუბია, უნიკალური პროექტით. მართალია ისტორია დიდი არ აქვს, მაგრამ დღეს ყველა ფეხბურთელის ოცნება პსჟ-ში თამაშია. მე კი ძველებური ამბიციები მაქვს – მინდა ყველგან გავიმარჯვო,“ – ამბობს რამოსი. 35 წლის ესპანელი ფრანგულ...
ჯაბა წავიდა!
ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 100 მატჩი, 10 გოლი! მე-100 შეხვედრა შარშან საბერძნეთთან ჩაატარა და იმის მერე აღარ უთამაშია… რამდენი მაგარი თამაში… საფრანგეთთან თბილისში ლამის სამი კაცის სამუშაო რომ გასწია; რა გოლი გაიტანა მანუელ ნოერის კარში; როგორ ლამის ბადე ჩამოხია ლატვიასთან ერთა ლიგაში; ხორვატიასთანაც ბოლო წუთზე სწორედ მან გააკეთა ბოლოსწინა ჭკვიანური საგოლე პასი; მერე ხორვატიაშიც...









