წელი: 2022

Home 2022
ბილბაომ რეალი გააგდო
ჩანაწერი

ბილბაომ რეალი გააგდო

„ბილბაო“ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. ბასკებმა შინ, „სან მამესზე“, 89-ე წუთზე გაუტანეს „რეალს“. ეს იყო შეხვედრის ერთადერთი გოლი. არადა, ყველას ეგონა, რომ თამაში დამატებით დროში გაგრძელდებოდა, მაგრამ ალექს ბერენგუერმა ბურთი მადრიდელთა კარში ოსტატურად შეაგდო. თასის გათამაშებიდან „რეალის“ გაგდება ბასკების შურისძიება გახლდათ. გეხსომებათ, იანვარში, საუდის არაბეთში, ოთხგუნდიანი ტურნირის სახით ჩატარებული ესპანეთის სუპერთასის ფინალში „თეთრებმა“ „ბილბაოს“...

პატიოსანი აბუბაქარი
ჩანაწერი

პატიოსანი აბუბაქარი

კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა, აფრიკის ერთა თასის მიმდინარე გათამაშების  ბომბარდირმა (6 გოლი), ვენსან აბუბაქარმა, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქე მოჰამედ სალაჰის თამაშით აღფრთოვანებული არ არის. „სალაჰი შესანიშნავ სეზონს ატარებს პრემიერლიგაში და თავისი ქვეყნის  ნაკრებს ხშირად ეხმარება ტურნირების გვიან ეტაპამდე გასვლაში. წარმატებებს ვუსურვებ. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს. მაგრამ ის არ ახდენს ჩემზე განსაკუთრებულ...

აფრიკელი მსაჯი: სიკვდილთან ახლოს ვიყავი
ჩანაწერი

აფრიკელი მსაჯი: სიკვდილთან ახლოს ვიყავი

მსაჯმა ჯენი სიკაზვემ მთელ მსოფლიოს გააცნო თავი, როცა მალი-ტუნისის მატჩი (1:0) დროზე ადრე, 86-ე წუთზე დაასრულა. მერე როცა უთხრეს რაც გააკეთა, გააგრძელა და მაინც ადრე დაასრულა, 89:52 წუთზე. არანაირი დამატებული წუთები, 8 წამით ადრე შეწყვიტა თამაში. სიკაზვეზე მეორე დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდა აფრიკის თასის ხელმძღვანელებისგან — შეუძლოდ გახდა, რაც მზის დარტყმამ გამოიწვიაო. ახლა კი მსაჯის...

კალმარის თამაშები
ჩანაწერი

კალმარის თამაშები

4 თებერვალს პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნება. ენაკვიმატმა ადამიანებმა ამ თამაშებს უკვე უწოდეს „კალმარის თამაში“, პოპულარული სერიალის ანალოგიით, რაკიღა ოლიმპიადიდან სპორტსენებმა გავარდმა უკვე დაიწყეს. მიზეზი, მიხვდებოდით, კოვიდია. მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩინეთის ხელისუფლება კოვიდრეგულაციებისადმი ზესიმკაცრეს იჩენს და საჭიროების შემთხვევაში მთელ ქალაქებსაც კეტავს. რისკების მინიმალიზაციისთვის ჩინეთმა ოლიმპიადაზე ჩასულ ყველა პირს გადაადგილება შეუზღუდა – აეროპორტი, ოლიმპიური სოფელი, ვარჯიშის და...

მესიზე წინ
ჩანაწერი

მესიზე წინ

32 წლის თომას მიულერი ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაშია. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მიულერმა 20 მატჩში 6 გოლი შეაგდო, ხოლო 16-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. „საგოლე პასებით ბოლო სამი წლის სტატისტიკით მესიზე წინ ვარ. თუმცა, ჩემი და მესის შედარებას აზრი არ აქვს“, — ამბობს მიულერი. ვერაფერს იტყვის კაცი — თომასი მართალია. მესიმ პსჟ-ის მაისურით ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში 1 გოლი...

კრიშტიანუსთვის მობილური ჯერ ადრეა
ჩანაწერი

კრიშტიანუსთვის მობილური ჯერ ადრეა

კრიშტიანუ რონალდუს დისციპლინის ამბავი საქვეყნოს არის ცნობილი, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ პორტუგალიელს შინ, შვილებისთვისაც მკაცრი წესები აქვს დადგენილი. მოგეხსენებათ, რონალდუ ერთი ხნის წინ დუბაიში იყო ექსპო 2020-ზე, სადაც მას ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საყოფაცხოვრებო მოწყობილობების შესახებ ჰკითხეს. „ტექნოლოგიები მე, ისევე როგორც მსოფლიოში ყველა ადამიანს დიდ საქმეს გვიკეთებს. მათი გამოყენება უპირატესობას იძლევა, მაგრამ მეტისმეტიც არაფერი ვარგა“....

ვალენსია ნახევარფინალშია
ჩანაწერი

ვალენსია ნახევარფინალშია

„ვალენსიამ“ ოთხშაბათს „მესტალიაზე“ „კადისს“ 2:1 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ჩეების“ კარს კვლავ ხაუმე დომენეკი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ანგარიში 24-ე წუთზე გონსალო გუედეშმა გახსნა, თუმცა, 54-ზე ლუკას პერესმა პენალტით გაათანაბრა. მასპინძელთა გამარჯვების გოლი უგო დურომ 79-ე წუთზე შეაგდო, 84-ზე კი შეხვედრის კიდევ ერთი გამორჩეული ამბავი მოხდა: „კადისს“ მეორე ყვითლის გამო...

გრინვუდმა დაცვა გააძლიერა
ჩანაწერი

გრინვუდმა დაცვა გააძლიერა

მეისონ გრინვუდი თავდებით გამოუშვეს. მან სახლთან დაცვა გააძლიერა. როგორც იცით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის თავდამსხმელმა სამი დღე და ღამე გისოსებს მიღმა გაატარა. მას ბრალი გაუპატიურებაში, ფიზიკურ ძალადობასა და მოკვლის მუქარაში ედება. „სანი“ წერს, რომ დაცვა გრინვუდმა მანჩესტერის გარეუბანში მდებარე ბოუდონის სახლში გააძლიერა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იქ არის. ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ სახლთან...

რატომ ობა?
ჩანაწერი

რატომ ობა?

კითხვები, პროცედურები, მეილზე გადაგზავნა-გამოგზავნები… დასრულდა: „ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გადაიბირა. მოხდა ისე, რომ ობამეიანგსა და ლონდონის „არსენალს“ შორის კონტრაქტი შეწყდა ორმხრივი შეთანხმებით, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და დანარჩენი „ბარსასთან“ მცირე დეტალების გარკვევაღა იყო. კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა, გასაშვები თანხა კი 100 მილიონი ევროა. ობამეიანგის ისტორია ბევრმა კი იცის, მაგრამ მოკლედ მაინც ვთქვათ: „არსენალის“ კაპიტანი იყო. დისციპლინარული...

მიულერი ბაიერნს ელის
ჩანაწერი

მიულერი ბაიერნს ელის

„ბაიერნის“ 32 წლის თავდამსხმელმა, თომას მიულერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბიდან ჯერ არავინ დაკავშირებია. „კლუბიდან არავინ შემხმიანებია. ვნახოთ, რა იქნება ახლო მომავალში“, – ამბობს მიულერი. თომასი „ბაიერნის“ ძირითად გუნდში 2007 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 20 მატჩი გამართა, 6 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30...