კრიშტიანუ რონალდუს დისციპლინის ამბავი საქვეყნოს არის ცნობილი, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ პორტუგალიელს შინ, შვილებისთვისაც მკაცრი წესები აქვს დადგენილი.
მოგეხსენებათ, რონალდუ ერთი ხნის წინ დუბაიში იყო ექსპო 2020-ზე, სადაც მას ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საყოფაცხოვრებო მოწყობილობების შესახებ ჰკითხეს.
„ტექნოლოგიები მე, ისევე როგორც მსოფლიოში ყველა ადამიანს დიდ საქმეს გვიკეთებს. მათი გამოყენება უპირატესობას იძლევა, მაგრამ მეტისმეტიც არაფერი ვარგა“.
შემდეგ, რონალდუს შვილების შესახებ ჰკითხეს. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა უპასუხა:
„ჩემი უფროსი შვილი (კრიშტიანუ ჯუნიორი) მალე 12 წლის გახდება. ის გაუთავებლად მთხოვს: მამა, მიყიდე მობილური; მამა, თუ შეიძლება მობილური მექნება, რა. მე კი ვპასუხობ: კრიშტიანუ, შენ წინ ბევრი დრო გაქვს.
კარგად ვიცი, რომ ახალი თაობა თავის ასაკთან შედარებით გაცილებით განვითარებულია. ისიც ცხადია, რომ ადამიანებმა ტექნიკური პროგრესით უნდა ვისარგებლოთ, მაგრამ რაიმეზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება არ ვარგა“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
