ბრაზილიელი ადრიანოს დაბადების დღეა… 40 წლის გახდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორ აურია ფეხბურთელმა თავისი კარიერა. ყოფაქცევაში ორიანი — ადრე ხომ იყო ასეთი რამ? ზუსტად ესადაგება ადრიანოს, რომელმაც კარიერა ფაქტიურად 24 წლის ასაკში დაასრულა. არა, კიდევ დიდხანს ითვლებოდა მოქმედ ფეხბურთელად, მაგრამ 24 წლის მერე სულ რეგრესი ჰქონდა. ცოტა ხანს გამოანათა კიდევ ერთხელ „ფლამენგოში“, მაგრამ ისევ ჩაეშვა....
წელი: 2022
ატლეტიკოს საქმე უკან მიდის
ასეც ხდება: ესპანეთის ჩემპიონმა „ატლეტიკომ“ შინ „ლევანტესთან“ წააგო 0:1. „თეთრ-წითლები“ ლა ლიგის აუტსაიდერთან მოედანზე იმ იმედით გავიდნენ, რომ „ალავესთან“ დრამატულ გამარჯვებას (4:3) მორიგ მოგებას მიაყოლებდნენ, მაგრამ ხახამშრალი დარჩნენ. როგორც ჩანს, ამიერიდან მადრიდელებს ოთხეულში მოსახვედრად დიდი ბრძოლა მოუწევთ. მასპინძელთა კარში შეხვედრის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გონსალო მელერომ გაიტანა. დიეგო სიმეონეს გუნდი ახლა მეხუთე ადგილზეა. მას და...
ბაიერნი დაუმარცხებელი დარჩა
კინგსლი კომანის მიერ ბოლო წამს გატანილმა გოლმა ზალცბურგელებს გული დაწყვიტა, „ბაიერნს“ კი სტატისტიკა გადაურჩინა — მიუნხენელები მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში კვლავ დაუმარცხებლად მიდიან. ავსტრიული და გერმანული გუნდების მერვედფინალური შეხვედრა დამთავრდა 1:1. ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ბოხუმის“ მიერ დამარცხებული „ბაიერნი“ ავსტრიაში თავმოყვარეობის აღსადგენად გაემგზავრა, მაგრამ გულშემატკივარი დიდად ვერ გაახარა — იულიან ნაგელსმანის ფეხბურთელებმა უნაპერწკლო ფეხბურთი ითამაშეს და...
ლივერპულმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოიგო
„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ. „მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე ითამაშო. ამა თუ იმ მატჩის მსვლელობისას რასაკვირველია იქნება მონაკვეთები, როდესაც გაგიჭირდება, იჯახირებ, მაგრამ უნდა გაუძლო,...
არასტაბილური ბასილაშვილი
დოჰას საჩოგბურთო ტურნირზე ბასილაშვილი ტიტულის დაცვას აგრძელებს. ჩვენებურმა მერვედფინალში შვედი ელიას ინერი 6:4; 7:5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბასილაშვილი არასტაბილორობით არამარტო ტურნირებზე, კონკრეტულ მატჩებში გამოირჩევა და ასე მოხდა სკანდინავიელთანაც. მატჩი საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა და რამდენჯერმე შეიცვალა სიტუაცია. ნიკამ პირველ სეტში მეტოქეს ჩაწოდება თავიდანვე აართვა, მაგრამ მალევე დაუბრუნა და მხოლოდ ბოლოში გატეხა. მეორე...
სირცხვილია
… ორმა რეალელმა გააკეთა ასეთი კომენტარი: ოღონდ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ჯერ მადრიდელთა ყოფილმა შემტევმა, ცნობილმა სერბმა პრედრაგ მიატოვიჩმა შეაფასა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაში 0:1 წაგება, მერე კი ტიბო კურტუამ თქვა თავის გაშვებულ გოლზე. მიატოვიჩი „თამაშის წინ კარგი წინათგრძნობა მქონდა. მეგონა, „რეალი“ თავის სტილს აჩვენებდა, მაგრამ შეშფოთებული და ყველანაირად გაწბილებული ვარ. ეს სირცხვილია. გუნდი ნელა მოძრაობდა, ხასიათიც ვერ აჩვენა....
ჩახუტება 0:5 წაგების მერე
ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 წაგების მერე საინტერესო რამ თქვა: „მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს ჩავეხუტო. მათ ყველაფერი გააკეთეს, მთელი ძალები შეალიეს თამაშს. არ დაგვავიწყდეს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. დრო გვჭირდება, რათა უფრო ძლიერად ვითამაშოთ. ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობით, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში ასეთი კარგი თამაშით დიდი ნაბიჯი გადავდგით, შარშანდელთან შედარებით ეს დიდი...
მამუკელაშვილმა ბითაძეს მოუგო, ბითაძემ მამუკელაშვილს აჯობა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ შინ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ დაუხვდა და 128:119 მოუგო. საბოლოოდ „მილუოკი“ თუ უკეთესი იყო, ქართველ კალათბურთელთა დუელი ბითაძემ მოიგო. გოგა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25.14 წუთში გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ბითაძემ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი გააცუდა, 8-დან...
რონალდუს დაბრუნება
კრიშტიანუ რონალდუმ „ბრაიტონთან“ (2:0) ჩინებულად ითამაშა — ექვსმატჩიან უგოლო პერიოდს წერტილი დაუსვა და რომ გამართლებოდა ჰეთ-თრიკის შესრულებაც კი შეეძლო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა 90+6 წუთზე გაიტანა. მანკუნიანელთა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ 37 წლის ვეტერანს ასე უკვე კვირებია არ უთამაშია: „ეს იყო საუცხოო გოლი. არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ საუცხოოც“. ახლა „იუნაიტედს“...
მბაპემ მომავალი გუნდი დაამარცხა
კილიან მბაპემ „რეალს“ 90+3 წუთზე მეხი დასცა, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაუტანა და ნათლად აჩვენა, რა ძალა შეემატება მომავალი სეზონიდან; რასაკვირველია, თუ ტრანსფერი შედგება და მბაპე მადრიდში გადავა. ჯერჯერობით კი რაკეტასავით სწრაფი ფრანგი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელია და პარიზული გუნდი მისი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის სათამაშოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამარჯვებული ჩავა. 93-ე წუთსა და...









