ბრაზილიელი ადრიანოს დაბადების დღეა… 40 წლის გახდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორ აურია ფეხბურთელმა თავისი კარიერა. ყოფაქცევაში ორიანი — ადრე ხომ იყო ასეთი რამ? ზუსტად ესადაგება ადრიანოს, რომელმაც კარიერა ფაქტიურად 24 წლის ასაკში დაასრულა.
არა, კიდევ დიდხანს ითვლებოდა მოქმედ ფეხბურთელად, მაგრამ 24 წლის მერე სულ რეგრესი ჰქონდა. ცოტა ხანს გამოანათა კიდევ ერთხელ „ფლამენგოში“, მაგრამ ისევ ჩაეშვა. ურეჟიმობა, გასუქება, კაზინოები, კრიმინალებთან და ნარკოკარტელებთან კავშირი — ადრიანო სხვა ცხოვრებაში გადაეშვა. რაც კარიერაში ფული ჰქონდა ნაშოვნი, ლამის ყველაფერი წყალს გაატანა და რიო-დე-ჟანეიროში დაბრუნდა, ფაველაში, სადაც ბავშვობა გაატარა.
საბედნიეროდ, ისევ შეიცვალა. დაახლოებით ორი წელია, საქველმოქმედო აქციებში და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობს, ბრაზილიაში adidas-ს უწევს რეკლამას, ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
