წელი: 2022

Home 2022
ფლიკი დარჩება
ჩანაწერი

ფლიკი დარჩება

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე რჩება და ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. ფრანკფურტში შეხვედრა გაიმართა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზდენ ბერნდ ნოიენდორფს, გერმანიის საფეხბურთო ლიგის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ჰანს-იოახიმ ვიცკესა და ჰანსი ფლიკს შორის, რომელზეც იმსჯელეს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ფიასკოზე. აღნიშნული შეხვედრა ფლიკმა კომენტარის გარეშე დატოვა. დეტალებზე მხოლოდ საფებურთო კავშირის...

არსენალის ფანი ყოფილა
ჩანაწერი

არსენალის ფანი ყოფილა

მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა ედენ აზარმა აღიარა, რომ ბავშვობაში „არსენალის“ დიდი ქომაგი იყო, მაგრამ შემდეგ ბედის ირონიით, წლების განმავლობაში „მეთოფეთა“ კონკურენტის, „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. „ჩელსიში“ შვიდ წელიწადს ვითამაშე და საქვეყნოდ არ დავიწყებ ყვირილს, თუმცა ბავშვობაში „არსენალისა“ და ტიერი ანრის დიდი ქიმაგი ვიყავი. ახლა ის ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს“, – თქვა აზარმა ინგლისურ...

ესპანეთში ლუისი ლუისმა შეცვალა
ჩანაწერი

ესპანეთში ლუისი ლუისმა შეცვალა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად დაითხოვეს სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი — ეს ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, რომელიც გუნდის წინსვლას უზრუნველყოფს. ლუის ენრიკესა და მის შტაბს წარმატებას ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში. ამ მწვრთნელმა ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის,...

კომპიუტერი შეცდა, მაგრამ ადამიანებმა მაინც მიაკითხეს
ჩანაწერი

კომპიუტერი შეცდა, მაგრამ ადამიანებმა მაინც მიაკითხეს

„კორიერე დელო სპორტი” გვახსენებს, რომ ნებისმიერი კომპიუტერი ცდება, სულ მცირე იჭედება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩვენი სახლის კომპიუტერია თუ საგანგებოდ შექმნილი სუპერკომპიუტერი სუპერპროგრამით. ამასთან, შეცდომების ალბათობა ერთიორად იზრდება, როდესაც საქმე ეხება ისეთ ამოუცნობ ფენომენს, როგორიც არის ფეხბურთი. მაშ ასე, ყატარი 2022-ის ჯგუფური ეტაპის პროგნოზიდან 20 დღეში BonusCodeBets-ის ჭკუის კოლოფი მოწყობილობა იძულებული გახდა „პირველი ჩვენება” შეეცვალა....

ოსიმენი ღლაბუცობს
ჩანაწერი

ოსიმენი ღლაბუცობს

ვიქტორ ოსიმენმა თავის ინსტაგრამზე მარიო რუის სასაცილო ფოტო დაპოსტა. მოგეხსენებათ, „ნაპოლიმ” საშობაოდ საგანგებო მაისურები შეკერა, რომელთაც მკერდზე ჩრდილოეთის ირემი ახატია. „აძურიმ” „ანთალიასფორთან” ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ მაისურებით ითამაშა და 3:2 მოიგო. ოსიმენმა ფოტოშოპით მარიო რუის და ირმის თავებს ადგილები გაუცვალა და მიაწერა: ეს ვინ გაუკეთა ჩემს ძმას?

კვარა კარგად არის. მან თავისი თამაშის ფრაგმენტები გვაჩვენა
ჩანაწერი

კვარა კარგად არის. მან თავისი თამაშის ფრაგმენტები გვაჩვენა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „ნაპოლიმ” „ანთალიასფორს” 3:2 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ, ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა დიდმა ჯგუფმა (მარიო რუიმ, სტანისლავ ლობოტკამ, ელიფ ელმასმა, ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი დი ლორენცომ) მოედანი პირველი ტაიმის (2:0) შემდეგ დატოვა. ნეაპოლელთაგან ორი გოლი გაიტანა ჯაკომო რასპადორიმ და ერთიც მისივე პასით მატეო პოლიტანომ. მატჩის შემდეგ „აძურის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ უპირველეს ყოვლისა რასპადორიზე...

ტორპედოს მეხუთე
ჩანაწერი

ტორპედოს მეხუთე

ქუთაისის „ტორპედომ“ თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. მათი დამრიგებლისთვის, 44 წლის კახა ჩხეტიანისთვის კი ეს მესამე  სათასო ტრიუმფი გახლდათ მწვრთნელის რანგში. „ტორპედო“ მომავალ სეზონში საქართველოს კონფერენციის ლიგაში წარმოადგენს. წლევანდელი ფინალი მართლაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებული გახლდათ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“: ქუთაისის „ტორპედოს“ მეოთხელიგელი (!) თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდა. ასეთ უცნაურობას, ალბათ კიდევ კარგა...

აზარმა ფურცელი გადაშალა…
ჩანაწერი

აზარმა ფურცელი გადაშალა…

ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ 31 წლის თავდამსხმელი ედენ აზარი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა. „დღეს გადავშალე ახალი ფურცელი ჩემს კარიერაში, მივიღე ბელგიის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება. მადლობა ყველას სიყვარულისა და თანადგომისთვის. მადლობა იმ შესანიშნავი პერიოდისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ 2008 წლიდან. ბელგიის ნაკრების ახალი თაობა მზად არის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს. თქვენს გარეშე ძალიან მოვიწყენ“, – დაწერა აზარმა...

რატომ იცეკვა ტიტემ
ჩანაწერი

რატომ იცეკვა ტიტემ

„ტოტენჰემის” 25 წლის თავდამსხმელმა რიშარლისონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მერვედფინალურ შეხვედრაში (4:1), მესამე გოლი გაიტანა, ხოლო „სელეაოს” მწვრთნელმა ტიტემ ბიჭებთან ერთად „მტრედის ცეკვა” სწორედ მისი გოლის შემდეგ იცეკვა. ტიტეს ცეკვამ მსოფლიო მოიარა, ზოგმა იხალისა, ზოგი გაღიზიანდა, თავად მწვრთნელმა კი სიტყვა შეასრულა — თურმე ტიტეს რიშარლისონისთვის უთქვამს, თუ გოლს გაიტან, შენთან ერთად ვიცეკვებო. „ბიჭების...

შენც გეზეიმა, ბერნარდო
ჩანაწერი

შენც გეზეიმა, ბერნარდო

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას რა დღეც აყარა, ყველამ იცის — 6:1. ექვსიდან სამი გოლი „ბენფიკას” 21 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა გაიტანა, თითო კი დაამატეს ვეტერანმა პეპემ, „დორტმუნდის” რაფაელ გუერეირომ და „მილანის” რაფა ლეაომ. შვეიცარიელთა ერთადერთი გოლი „მანჩესტერ სიტის” მცველმა მანუელ აკანჯიმ შეაგდო. პორტუგალია მეოთხედფინალშია, სადაც მაროკოს ხვდება, თუმცა დღეს გვინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე...