„მანჩესტერ იუნაიტედის” სამარცხვინო სეზონის ერთ-ერთი ბოლო აკორდი ასეთია: ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე ორი ფეხბურთელი ფიზიკურად შეება ერთმანეთს. ეს ამბავი „სანმა” შეიტყო ექსკლუზიურად. ჩხუბი ხუთშაბათს, ვარჯიშის მიწურულს მოხდა. ატეხილები გააშველეს. წვრთნა ამით დასრულდა. ფეხბურთელები გასახდელებში დაბრუნდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ თვით ის მოთამაშეებიც კი, რომლებიც თანაგუნდელებთან ღრენითა და კამათით არიან ცნობილები, პირდაღებულები უყურებდნენ იმას რაც მათ წინ ხდებოდა....
წელი: 2022
ბაბუაწვერას თასი
„ბაბუაწვერას ღვინო“ წაგიკითხავთ? ბავშვობის სურნელით გაჟღენთილი რომანია. ყლაპავ სტრიქონებს და, მართალია იქ აღწერილი ამბებიდან ერთიც არ გადაგხდენია, ხვდები, რომ შენზეა. გენიოსის დაწერილია, რეი ბრედბერის. იგივე ხდება „ამარკორდს“ რომ უყურებ. სად მუსოლინის დროინდელი იტალია და სად შენი ბავშვობა, მაგრამ… მისჩერებიხარ ეკრანს და ხედავ, რომ ზუსტად ის არის. იმიტომ, რომ ესეც გენიოსის გადაღებულია, ფედერიკო ფელინის. მარკ ტვენის...
დინამო – გულის ფიცარზე!
გამარჯვების დღე, გამარჯვების დღეა. რაც არ უნდა მოხდეს, გამარჯვების დღე არასდროს გახუნდება. სიხარულისა და შვების დიდი და საოცარი განცდა, ბედნიერებას ნიშნავს. ბედნიერება კი, თავისუფლებაა. 1981 წლის 13 მაისის ღამე დიდი თავისუფლების ღამე იყო. იმ ღამის მომსწრენი, ამას იოლად გაიხსენებენ. გაიხსენებენ და გაიხარებენ კიდეც, რადგან ასეთი საბჭოთა თბილისში არც დაღამებულა და არც გათენებულა. თბილისის „დინამომ“ მაშინ...
ეფენბერგი უკრაინისკენ
„ბაიერნის“ ლეგენდა შტეფან ეფენბერგი საკუთარ მაისურას ჰყიდის, რათა უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს… ოღონდ ეფენბერგი არა „ბაიერნის“, არამედ „გლადბახის“ მაისურას ჰყიდის – კლუბისას, სადაც საკმაო ხანს თამაშობდა. აუქციონი უკვე დაწყებულიცაა. მაისურას გლადბახელთა მაშინდელი ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებს. სხვათა შორის, ამ ომის პერიოდში პირველად მოხდა, რომ უკრაინის ნაკრებმა ითამაშა. ეს იყო ამხანაგური და სწორედ „გლადბახთან“. უკრაინელებმა 2:1 მოიგეს....
ბენზემა რაულს დაეწია
ქარიმ ბენზემა რაულს გაუტოლდა. „რეალმა” „ლევანტეს” 6:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორმა სამი გოლი გაიტანა, ფრანგმა ვარსკვლავმა კი ერთი, მაგრამ ეს იყო გოლი, რომლის წყალობითაც ის დიდი მადრიდული კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. ბენზემას ეს პოზიცია ჯერჯერობით რაულთან ერთად უკავია. რაც შეეხება „ლევანტეს”, ის ლა ლიგიდან გავარდა. ბენზემა „ლოს ბლანკოსში” 2009 წელს გადავიდა. მანამდე ის...
მისნაირი ჭკვიანი არავინ მინახავს
ათი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც პეპ გვარდიოლამ „ბარსელონა” დატოვა, გულშემატკივრები კი დღემდე მისტირიან. როგორც ჩანს იმავეს განიცდიან ფეხბურთელებიც. ეს გამოამჟღავნეს სერხიო ბუსკეტსმა, დანი ალვეშმა და სულ ბოლოს ჟერარდ პიკემ. არადა, ამ ბოლო დროს გვარდიოლას აკრიტიკებენ. მიზეზი: „ბარსელონას” შემდეგ მან ჩემპიონთა ლიგა ვეღარავის მოაგებინა. ეს კრიტიკა განსაკუთრებით მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტის” „რეალთან” დრამატული მარცხის...
არტეტამ შარს თავი აარიდა – კონტეს არ შეხვდა
ჩრდილოლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა” „არსენალს” 3:0 მოუგო, მისმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი დამარცხებულ კოლეგას მიკელ არტეტას შეუთვალა წუწუნს მორჩიო. სამი გოლიდან ორი პირველ ტაიმში ჰარი კეინმა გაიტანა, ხოლო მასამე შესვენების შემდეგ სონმა დაამატა. შედეგად, „სფურზი” „არსენალს” წამოეწია. ახლა მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა რჩება. გუნდები ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან....
მესი შემოსავალშიც პირველია
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია. 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები. მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე...
ევროპა ბერლინისკენ!
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა წლეულს 9 ოქტომბერს გაიმართება. შესარჩევი მატჩები კი გაისად მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. დამტკიცდა, რომ ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება, ხოლო გახსნა – მიუნხენის „ალიას არენაზე“. ბერლინისა და მინხენის გარდა, კონტინენტის პირველობას გერმანიის კიდევ 8 ქალაქი უმასპინძლებს –...
გაერთიანება უკრაინისთვის
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდისთვის ახალი მაისურები დაამზადებინა. ამ ფორმით ჩაატარებს ნაკრები უახლოეს მატჩებს… წინა მხარეს დატანილია სხვადასხვა სახელმწიფოების დროშები, მათ შორის საქართველოსი. და წარწერაც ამშვენებს უკრაინის მხარდაჭერას რომ გამოხატავს – „გაერთიანება უკრაინისთვის“. უკან მხარეს კი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ქალაქების წარწერებია. „ამ ფორმით ვითამაშებთ ამხანაგურებში და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი ოფებშიც. შემდეგ კი მაისურები...









