ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „რეალი” პარიზში ჩაფრინდა და… ჟურნალისტებს ჩაცმულობით კვენტინ ტარანტინოს „ცოფიანი ძააღლები” გაახსენა. სამოსზე ყურადღების ასეთი გამახვილება არ უნდა გაგვიკვირდეს. ევროპაში სეზონი დამთავრდა, მსოფლიოს ჩემპიონატი ნოემბრამდე არ არის, სატრანსფერო ბაზარში კი ჯერ „დახლებს აწყობენ”, ასე რომ თვალი აქეთ-იქით გარბის. ასე მაგალითად, თქვეს, რომ მარსელო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალის მოლოდინშია, სიმპათიურად გამოიყურებოდა, ტონი...
წელი: 2022
ჩეფერინი რუსებზე წუხს
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი რუსული კლუბებისა და ნაკრები გუნდების საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთაზე. „სამწუხაროა. ყველაზე მეტად ასეთ დისკვალიფიკაციებს ვერ ვიტან, მაგრა სხვა გზა არ იყო. სპორტსმენები დაზარალდნენ, გულშემატკივრები განაწყენდნენ… უკრაინელი და განსაკუთრებით რუსი სპორტსმენები კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ. რამდენიმე ადამიანის აბუსრდული გადაწყვეტილების გამო იჩაგრებიან“. კითხვაზე, მომავალში რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უეფამ, ჩეფერინმა უპასუხა:...
ბასილაშვილი მაკდონალდსმა შეჭამა
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის „როლან გაროსი“ მეორე წრეში დასრულდა. ჩვენებური საფრანგეთის ღია პირველობას თითქმის უბრძოლველად დაემშვიდობა. ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდი იყო, ვისთანაც სამ სეტში – 3:6; 1:6; 4:6 დამარცხდა. ქართველმა ძალიან ცუდად დაიწყო. პირველ სეტში ბასილაშვილი პირველივე ჩაწოდებაზე დაბრეიკდა. მართალია, მეექვსე გეიმში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეშვიდე გეიმში მეტოქეს ქულა ისევ დაუთმო და სეტიც წააგო. კიდევ უფრო...
კარგი რა, კარაგერ…
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა გაბედოს და კრიშტიანუ რონალდუ გუნდიდან გაუშვას. თან საინტერესო შედარება გააკეთა. „იურგენ კლოპი „ლივერპულში“ მისვლისთანავე საქმეს შეუდგა და არასაჭირო ფეხბურთელები გაუშვა. ისინი, რომლებიც ბრენდან როჯერსმა მიიყვანა გუნდში, მაგალითად, კრისტიან ბენტეკე. ამ ფეხბურთელში 35-40 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ კლოპმა, როგორც ჩანს, პირდაპირ...
ბეილის მორიგი ფინალი
ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ გარეთ ბეილს „რეალის” წინაშე დამსახურებას ვერავინ დაუკარგავს. უელსელი დღესაც მადრიდშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი” „ლივერპულს” დაამარცხებს, მეხუთედ(!) მიიღებს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯილდოს. ეს მისთვის მეთექვსმეტე მადრიდული ტიტული იქნება. მაგრამ, ერთ თვეში ბეილს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ეწურება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ცხრა წლის მიუხედავად, გულთბილ გამოსამშვიდობებელ საღამოს არავინ...
ხუთი! – შეგვახსენებს მოურინიუ
ევროპის კონფერენციის ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს — „რომა”, რომელსაც ჟოზე მოურინიუ უდგას სათავეში და თუ ბიჭი ხარ უთხარი პორტუგალიელს, რომ ეს თასი დიდი გუნდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, რომაელთა გამარჯვების გოლი „ფეიენოორდის” კარში, 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი დასრულდა 1:0. მოურინიუმ მეხუთე ევროპული ტიტული მოიპოვა, ხოლო „რომას” 2008...
არ მივდივარ !
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. „დღემდე ჩემთვის ტრანსფერის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბში თამაში კიდევ დიდხანს მსურს“, – დასძინა 30 წლის ბრაზილიელმა. საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ღირსეული წინადადების მიღების შემთხვევაში, პსჟ მზადაა ნეიმარს შეელიოს. ასევე,...
პსჟ-სთან კონტრაქტი მონობაა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პსჟ-ის ფეხბურთელების სიტუაცია შეაფასა. უფრო ექს-ბარსელონებზე გაამახვილა ყურადღება. … რას ვიტყვი ნეიმარზე? ვის არ უყვარს ნეიმარი? ის გამორჩეული ფეხბურთელია და პსჟ-ს ახლა მისი გაშვება შეუძლია, თუმც ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ 4-5 წლით აქვს. ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ კლუბთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას აწერენ ხელს, ფაქტიურად მონობას თანხმდებიან. „ბარსას“ ყოფილი ფეხბურთელები აქ თუ დაბრუნდებიან, მხოლოდ თავისუფალი...
მანჩესტერის მომავალი მამარდაშვილი
აი, ამბავი: გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით „მანჩესტერი იუნაიტედი“ დაინტერესდა. ინგლისელები „ვალენსიას“ უკვე დაუკავშირდნენ. „მანჩესტერს“ ქართველი მეკარე დავიდ დე ხეას შემცვლელად შეუჩევიათ და სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ამად უკითხავთ. 1.99 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი მეკარე ვალენსიაში წინა ზაფხულს თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა (თბილისის „დინამოს“ საკუთრება იყო) და მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ესპანურ ლიგაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მამარდაშვილის სანაცვლოდ, როგორც ესპანელები ამბობენ,...
ჩვენი ოქრო ჩვენთან
ქუთაისის „ტორპედოს“ ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავს. კახა ჩხეტიანი დაბრუნდა გუნდში. მესამედ დაინიშნა ქუთაისელთა თავკაცად. 2017 წელს ჩხეტიანის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მეორე წელს ევროტურნირებზეც ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშა, ევროპა ლიგის ორი ეტაპი გადალახა და მერე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ წააგო. „ტორპედომ“ თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. ჩხეტიანი შარშანაც წვრთნიდა „ტორპედოს“, ოღონდ რამდენიმე თვით. შემდეგ იგი გია ცეცაძით...









