უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი რუსული კლუბებისა და ნაკრები გუნდების საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთაზე.
„სამწუხაროა. ყველაზე მეტად ასეთ დისკვალიფიკაციებს ვერ ვიტან, მაგრა სხვა გზა არ იყო. სპორტსმენები დაზარალდნენ, გულშემატკივრები განაწყენდნენ… უკრაინელი და განსაკუთრებით რუსი სპორტსმენები კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ. რამდენიმე ადამიანის აბუსრდული გადაწყვეტილების გამო იჩაგრებიან“.
კითხვაზე, მომავალში რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უეფამ, ჩეფერინმა უპასუხა:
„წინა თვეებში კიდევ ბოლომდე ვერ ვაფასებდით სიტუაციას. ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა უკვე მიჭირს პროგნოზირება. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსული კლუბები გაისად კიდევ ითამაშებენ ევროტურნირებზე. რაც შეეხება უკრაინულ კლუბებს, ვეცდებით, რომ მათ შიდა ჩემპიონატში მაინც ითამაშონ“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
