ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ ამსტერდამში „აიაქსი“ 6:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე კვარაცხელიას მოკლე კომენტარი გამოქვეყნდა.
„აიაქსი“ კარგი გუნდია, მაგრამ მთავარია, რომ დღეს ჩვენ მოვიგეთ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ. ბევრს ვშრომობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მეთამაშა და გოლი გამეტანა, დღეს ეს ოცნება ამისრულდა, ძალიან ბედნიერი ვარ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო. საუკეთესო მოთამაშედ დი ლორენცო დამსახურებულად დასახელდა, ის კარგი ადამიანი და დიდებული კაპიტანია, დი ლორენცო ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ხვიჩამ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
