ესეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი იაღლიში. ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება.
რატომ იყო ეს ფაქტი დასამალი? ფედერაციაში მშვენივრად იცოდნენ, რომ სკანდინავიელებთან თამაშითვის დისკვალიფიცირებული იყვნენ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი. მწვრთნელზე კრინტი არ დაუძრავს. რატომ?
სანიოლის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორი გაფრთხილებაა.
პირველი ბარათი ფრანგმა სპეციალისტმა ესპანეთთან „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრისას მიიღო, როდესაც რუმინელმა მსაჯმა პეტრესკუმ 91-ე წუთზე გააფრთხილა. მეორე გაფრთხილება კი პოლონელმა რაჩკოვსკიმ კოსოვოში მატჩის შესვენებისას უჩვენა.
სანიოლის პირველი ასისტენტი ზურა ხიზანიშვილია, რომელიც ნაკრებს დღეს პირველად გაუძღვება მოედანზე.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
