კოვიდპანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს „ოქროს ბურთს“ გადასცემს.
დაჯილდოების ცერემონიალი 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება. მანამდე ცნობილი ნომინანტთა 30-კაციანი სია გახდება. ეს 8 ოქტომბრს მოხდება. შესაძლოა ისეც იყოს, რომ წლეულს შარშანდელი საუკეთესოც გამოვლინდეს და გამოცხადდეს, თუმც საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ფრანგ კოლეგებს ჯერ არ მიუღიათ.
2021 წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად, ხმას 180 ჟურნალისტი მისცემს, მათ შორის „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ ბოლო მფლობელი, ლიონელ მესია. არგენტინელ სუპერვარსკვლავს მეექვსე სარეკორდო ჯილდო 2019 წელს გადაეცა. ქალთა შორის ბოლო გამარჯვებული კი, ამერიკელი მეგან რაპინო გახლავთ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
