უზბეკური მედიის ცნობით, შოთა არველაძეს ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ ორტიხოჯაევმა დაურეკა და „ფახთაქორში” დაბრუნება სთხოვა.
„ტაშკენტის მერმა ჯახონგირ ორტიხოჯაევმა პირადად დაურეკა არველაძეს „ფახთაქორში” რომ დაებრუნებინა. თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, არველაძემ წინადადება არ მიიღო“, – წერს უზბეკური მედია.
არველაძე „ფახთაქორიდან” წასვლის შემდეგ უმუშევარია. შოთა უზბეკურ გუნდში 2017 წელს მივიდა და 2020 წლის ბოლომდე თავკაცობდა მას. „ფახთაქორში” შოთასთან ერთად არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა მუშაობდნენ.
არველაძემ „ფახთაქორს” ხუთი ტიტული მოაგებინა: 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი, ხოლო 2020 წელს – უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი.
48 წლის სპეციალისტს მანამდე თურქულ გუნდებში – „ქაისერისფორში“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსფორში” უმუშავია. ერთიხანობა ის ასევე თელ ავივის „მაქაბისაც” თავკაცობდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
