ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორს ყიდიან, იუწყება უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტო. საინტერესოა, რომ ამჟამად კლუბის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. კლუბის შეძენისას, მოთხოვნები, ფახთაქორის საქმიანობის შენარჩუნება-განვითარებას, გუნდის საერთაშორისო დონეზე აყვანას და აკადემიის გაძლიერებას, ასევე საფეხბურთო კლუბის ბალანსზე მყოფი ყველა სპორტული ობიექტის, მათ შორის საფეხბურთო მოედნის, მხოლოდ სპორტული აქტივობებისთვის გამოყენებას ითვალისწინებს. ფახთაქორი უზბეკეთის 15-გზის ჩემპიონი და 13-გზის თასის...
ჭდე: ფახთაქორი
არველაძემ ტაშკენტის მერს უარი უთხრა
უზბეკური მედიის ცნობით, შოთა არველაძეს ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ ორტიხოჯაევმა დაურეკა და „ფახთაქორში” დაბრუნება სთხოვა. „ტაშკენტის მერმა ჯახონგირ ორტიხოჯაევმა პირადად დაურეკა არველაძეს „ფახთაქორში” რომ დაებრუნებინა. თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, არველაძემ წინადადება არ მიიღო“, – წერს უზბეკური მედია. არველაძე „ფახთაქორიდან” წასვლის შემდეგ უმუშევარია. შოთა უზბეკურ გუნდში 2017 წელს მივიდა და 2020 წლის ბოლომდე თავკაცობდა მას. „ფახთაქორში” შოთასთან...
ხარისხიანი ლეგიონერი
ქართველი ფეხბურთელი კახა მახარაძე 2009 წელს სათამაშოდ უზბეკეთში წავიდა. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ უზბეკეთი „მისი“ გახდებოდა. 33 წლის ფეხბურთელმა უზბეკეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა. სულ კი, 339 მატჩი დაუგროვდა. მახარაძე უზბეკეთში ყველაზე „ხარისხიან ლეგიონერად“ ითვლება: 5-გზის ჩემპიონი და 3-გზის თასის მფლობელია. მიუხედავად იმისა, რომ უზბეკური კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, პირველი...
გიორგი ჩიხრაძე: უცხო მწვრთნელი გვიანია !
ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული… „ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ცხადაძესთან ერთად ასევე უმუშავია საქართველოს ეროვნულ გუნდში, ყაზახურ „ქაირატსა“ და „ორდაბასიში“, ხოლო ზაქათალის „სიმურგსა“ და კვიპროსულ „ეთნიკოსს“ თავად წვრთნიდა. ჩიხრაძისთვის „ორდაბასი“ ბოლო სამუშაო ადგილი...
ფახთაქორში კორონაა
შოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის „ფახთაქორში“ კორონავურისის ტესტებმა ხუთ ფეხბურთელს დადებითი პასუხი უჩვენა. ყველა კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენმა ფეხბურთელებმა, თანამშრომლებმა და სამწვრთნელო შტაბმა დამატებითი ტესტირება გაიარეს, რომლის პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი. შოთას გარდა „ფახთაქორის“ სამწვრთნელო შტაბშია გოჩა ტყებუჩავა და ტყუპისცალი არჩილი. ტესტირება გაიარეს აგკმ-ს ფეხბურთელ-თანამშრომლებმაც, ვისთანაც ტაშკენტელებმა უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ითამაშეს. აგკმ-ს შემადგენლობაშიც ორი...
შოთა CHAMPION!!!
ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია. შოთა არველაძემ ფეხბურთელის რანგში რამდენი მწვერვალი დალაშქრა, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ახლა შოთა სამწვრთნელო მწვერვალებს შეეჭიდა და აქაც არ არის სხვაზე ნაკლები. მისმა გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“უზბეკეთის ჩემპიონატის 20 შეხვედრა წაუგებლად განვლო და ოქროს მედლები 6 ტურით ადრე გაინაღდა. გადამწყვეტ შეხვედრაში შოთას შეგირდებმა ბეკობოლის „მეტალურგი“ დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ არველაძეს ასისტენტობას წარსულში საქართველოს ახალგაზრდული...





