Breaking News

Day: January 29, 2021

რუსეთთან მატჩი კავშირის თამაშია?

7 თებერვალს საქართველოს რაგბის სათამაშოდ რუსეთი ესტუმრება. ეს არის რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-5 ტურის შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო. მატჩი „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა, ეს არაფერი – თამაშზე არ დაიშვებიან არც სპორტული ჟურნალისტები. საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზე წერია: „საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის რეგულაციების შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის…

Read more

გასაკვირი ანტირეკორდი

NBA-ს რეგულარულ სეზონში „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ 106:124 წააგო „ნიუ ორლეან პელიკანთან“. ამაში გასაკვირი არაფერია. არც ის გაგვკვირვებია ვაშინგტონელთა მცველმა  ბრედლი ლიმ 47 ქულა რომ დააგროვა – ლი უკვე 10 მატჩია 40 ქულაზე მეტს აკეთებს. გასაკვირი ის არის, რომ „ვიზარდის“ კალათბურთელი ანტირეკორდის „მფლობელი“ გახდა. დიახ, ლიმ ზედიზედ 10 მატჩში 40 ქულაზე მეტი გააკეთა, მისმა გუნდმა კი ყველა…

Read more

ანონიმური უტვინო იდიოტები

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც პრემიერლიგის მე-20 ტურში აუტსაიდერ „შეფილდ იუნაიტედთან“ წაგების შემდეგ (1:2), მისი ფეხბურთელების მიმართ სოციალურ ქსელებში აგორებულ რასისტულ გამონათქვამებს მოჰყვა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა წევრს სძულს ის რასისტული გამონათქვამები, რომლებიც ჩვენმა ფეხბურთელებმა მიიღეს სოციალურ ქსელებში გუშიდელი მატჩის შემდეგ. ვგმობთ ასეთ ქმედებას და გვიხარია, რომ სხვა გულშემატკივრებსაც ასეთივე დამოკიდებულება აქვთ….

Read more

ჰარდენმა კიბო აღმოუჩინა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ბრუკლინ ნეთსის“ 26 წლის მცველი კარის ლევერტი სეზონს ოპტიმისტურად შეხვდა. თავადაც დიდებულ ფორმაში იყო, გუნდს რეაბილიტაციის შემდეგ კევინ დურანტი დაუბრუნდა და 2003 წლის შემდეგ პირველად ფინალში გასვლას გეგმავდნენ. „ნეთსის“ გეგმები კიდევ უფრო რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმესაფეხურიანი გაცვლის შემდეგ ჯეიმს ჰარდენის დამატება გადაწყდა. ამ გაცვლების მონაწილე გახდა კარის ლევერტიც, რომელიც „ინდიანაში“…

Read more

რუსი მოდის

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველოსა და რუსეთის გარდა, საფრანგეთისა და სომხეთის ნაკრებები არიან. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს, ფრედ 4:4 დასრულდა. ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება და მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად…

Read more

რამოსი და ვასკესი რეალს არ ჩქარობენ

დიდი ალბათობით, პსჟ-ში სერხიო რამოსის ტრანსფერი შედგება. ფრანგული მხარე 34 წლის ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. როგორც ჩანს, ეს იმაზე მეტია, რაც მადრიდის „რეალის“ ახალ, ჯერაც ხელმოუწერელ ხელშეკრულებაში წერია. რამოსს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კაპიტანმა კი მოლაპარაკებები შეწყვიტა. როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, უახლოეს პერიოდში ამ თემაზე საუბარიც კი არ…

Read more

ასეთია და მორჩა!

ინგლისელმა ვეტერანმა და ტელემიმომხილველმა რიო ფერდინანდმა ფეხბურთელობის დროინდელი ამბავი გაიხსენა. ის კრიშტიანუ რონალდუს ეხება, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” სიყმაწვილეში შეიძინა და ექვსი წლის შემდეგ „რეალს” უკვე სახელოვან მოთამაშედ მიჰყიდა. მადრიდელებმა მასში იმ დროისთვის გაუგონარი 94 მილიონი ევრო გადაიხადეს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი, ფერდინანდი ამბობს, რომ  პორტუგალიელის ბიჭიდან კაცად გარდაქმნა მის თვალწინ მოხდა და ამასი…

Read more

ერთმანეთს დეზები დააყარეს

„ტოტენჰემის” ფეხბურთელები შესვენებისას, გასახდელში, საქმეს ურჩევდნენ ერთმანეთს. სერჟ ორიე სტადიონიდანაც კი გაიქცა. იმავდროულად, თითქოს ყველა უბედურებას ერთად უნდა მოეყარა თავი, ჰარი კეინმა ორივე კოჭი იტკინა და როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე კვირით ჩამოსცილდა საქმეს. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ლივერპულთან” შინ 1:3 წააგო. ჩრდილოლონდონელ ფეხბურთელებს შორის შავმა კატამ პირველი ტაიმის ბოლოს, მეოთხე წამატებულ წუთზე გაირბინა, როდესაც ისინი დაცვაში შეცდნენ და…

Read more