„ტოტენჰემის” ფეხბურთელები შესვენებისას, გასახდელში, საქმეს ურჩევდნენ ერთმანეთს. სერჟ ორიე სტადიონიდანაც კი გაიქცა. იმავდროულად, თითქოს ყველა უბედურებას ერთად უნდა მოეყარა თავი, ჰარი კეინმა ორივე კოჭი იტკინა და როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე კვირით ჩამოსცილდა საქმეს. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ლივერპულთან” შინ 1:3 წააგო. ჩრდილოლონდონელ ფეხბურთელებს შორის შავმა კატამ პირველი ტაიმის ბოლოს, მეოთხე წამატებულ წუთზე გაირბინა, როდესაც ისინი დაცვაში შეცდნენ და...
ჭდე: ჟოელ მატიპი
კლოპმა, ბაზარი აღარ იქნებაო
ინგლისური „ლივერპული“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (5 ოქტომბრამდე) ვაჭრობას აღარ აპირებს. იურგენ კლოპმა უკვე დაიმატა ტიაგო ალკანტარა და დიოგუ ჟოტუ. მანამდე კლუბმა კოსტას ციმიკასიც დაიბევა. ვარაუდობდნენ, რომ გომესისა და მატიპის ხშირი ტრავმიანობის გამო იურგენ კლოპი ცენტრალურ მცველს დაიმატებდა, მაგრამ ამ პოზიციაზე ფაბინიომ მშვენივრად გაართვა მოვალეობას თავი და ტრანსფერის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ სეზონი...
წაუკითხეთ ვაისს!
ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი „სარბიელს“ ცოტა გაუნაწყენდა. არადა, სხვა კი არაფერი გვითქვამს – იქნებ არ განვადიდოთ ყველა მეტოქე და ბიჭებში ნურც არასრულფასოვნების კომპლექსს გავაღვივებთო. ამის პასუხი სულ ბოლოს იყოს და იქამდე ერთ პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელსაც კარგი იქნება, თუ ბატონ ვლადიმირსაც უთარგმნიან: ჟოელ მატიპი თავჩაქინდრული იჯდა „შალკეს“ 19-წლამდელთა ავტობუსში და...


