ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ბრუკლინ ნეთსის“ 26 წლის მცველი კარის ლევერტი სეზონს ოპტიმისტურად შეხვდა. თავადაც დიდებულ ფორმაში იყო, გუნდს რეაბილიტაციის შემდეგ კევინ დურანტი დაუბრუნდა და 2003 წლის შემდეგ პირველად ფინალში გასვლას გეგმავდნენ. „ნეთსის“ გეგმები კიდევ უფრო რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმესაფეხურიანი გაცვლის შემდეგ ჯეიმს ჰარდენის დამატება გადაწყდა. ამ გაცვლების მონაწილე გახდა კარის ლევერტიც, რომელიც „ინდიანაში“...
