„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც პრემიერლიგის მე-20 ტურში აუტსაიდერ „შეფილდ იუნაიტედთან“ წაგების შემდეგ (1:2), მისი ფეხბურთელების მიმართ სოციალურ ქსელებში აგორებულ რასისტულ გამონათქვამებს მოჰყვა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა წევრს სძულს ის რასისტული გამონათქვამები, რომლებიც ჩვენმა ფეხბურთელებმა მიიღეს სოციალურ ქსელებში გუშიდელი მატჩის შემდეგ. ვგმობთ ასეთ ქმედებას და გვიხარია, რომ სხვა გულშემატკივრებსაც ასეთივე დამოკიდებულება აქვთ. კლუბი ვერ მოითმენს ნებისმიერი რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლენას.
ამ ანონიმური უტვინო იდიოტების ამოცნობა რთული იქნება. სოციალური ქსელების მესვეურებს მოვუწოდებთ გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები, რათა მომავალში მსგავსი აღარ განმეორდეს,“ – წერია განცადებაში.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
