ჭდე: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

Home საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
ჩანაწერი

მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?

გული დაგვწყდება, მაგრამ სრულებით არ გაგვიკვირდება, ახალგაზრდა გულშემატკიკვარს არაფერი რომ სმენოდეს ლანჩხუთის „გურიაზე“. არადა, მართლა რა უნდა სმენოდეს, როდესაც თავად ლანჩხუთელებსაც ამ გუნდის არსებობას, წინა საუკუნეში, სამ თვეში აშენებული სტადიონი (უფრო სწორად, რაც მისგან შემორჩა) და ამ პატარა რაიონული ცენტრის გოგონათა ამავე სახელის მქონე გუნდიღა ახსენებთ. არა, „გურია“ ახლაც არსებობს, უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში...

სანიოლი: ვერ დაგეთანხმებით, რომ რეგრესია…
ჩანაწერი

სანიოლი: ვერ დაგეთანხმებით, რომ რეგრესია…

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის (ამხანაგური ტაილანდთან და შესარჩევი კვიპროსთან) მზადებას იწყებს. შეკრების დაწყების წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც ესწრებოდა. ალექსანდრე იაშვილი – „ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაცა და ნაკრების მთავარი მწვრთნელიც თვითკრიტიკულები ვართ, პირდაპირ გეტყვით, განსაკუთრებით ბოლო სამი თამაშით ძალიან უკმაყოფილოები ვართ. ვიღებთ კრიტიკას და არც პასუხისმგებლობას გავურბივართ,...

საქართველო კი წითელი კოჭი იყო
ჩანაწერი

საქართველო კი წითელი კოჭი იყო

„წითელი კოჭი ხომ არა ხარო,“ — იცოდნენ ხოლმე ადრე თქმა. ვითომც ყველაზე უკეთესი, გამორჩეულიო. რამ გამახსენა ეს წითელი კოჭი? რამ და ცნობისმოყვარეობამ. აბა ვნახოთ: 1-2 სექტემბერს ევროპის ზონაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 25 შესარჩევი შეხვედრა გაიმართა და აქედან მხოლოდ ერთი მატჩი იყო ისეთი, რომელსაც მაყურებელი არ დასწრებია. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს...

რუსეთთან მატჩი კავშირის თამაშია?
ჩანაწერი

რუსეთთან მატჩი კავშირის თამაშია?

7 თებერვალს საქართველოს რაგბის სათამაშოდ რუსეთი ესტუმრება. ეს არის რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-5 ტურის შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო. მატჩი „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა, ეს არაფერი – თამაშზე არ დაიშვებიან არც სპორტული ჟურნალისტები. საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზე წერია: „საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის რეგულაციების შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის...

სტადიონზე ხალხს კარს გაუღებენ
ჩანაწერი

სტადიონზე ხალხს კარს გაუღებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეროვნული ლიგის მატჩებზე მაყურებლებს მალე დაუშვებენ. „თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი მაყურებლების გარეშე განახლდა. ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეტაპობრივად გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები ვიწრო სივრცეში იკრიბებიან და ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი, რაც...

კეთილი სურვილებით, იოზეფ ბლატერი
ჩანაწერი

კეთილი სურვილებით, იოზეფ ბლატერი

აბა, რა სასიამოვნოა ასეთ საკითხზე წერა? აგერ რამდენი ხანია, ეს ამბავი მიმდინარეობს და ერთხელაც ვერ ავავსე სვეტი საჭირო მასალით. მიზეზი ესაა: ამ ამბავში მადლს ვერა ვხედავ და კიდევ – ერთი ალალი ხელის ჩამორთმევა მირჩევნია მთელს ამ ისტორიას. არა იმიტომ, რომ კარგი ვინმე ვარ და აი, ეგეთი მიჭირავს, რომ ჰა, დაუხოციათ ერთმანეთი, რატომ უნდა დავწერო რამე-თქო,...

მიხეილ მესხი: დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე, КГБ-ს ხელი ურევია
ჩანაწერი

მიხეილ მესხი: დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე, КГБ-ს ხელი ურევია

ზუსტად აღარ მახსოვს, 1984 თუ 85 წელი იყო. გახურებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია. თბილისის ,,დინამო“ კრიზისშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მაშინ, როგორც თითქმის ყველა ბიჭუნა, მეც ბურთს დავდევდი და ,,დინამოს“ იქით ვერაფერს ვხედავდი. მაისის თვე იდგა, წვიმდა. წინადღეს ბიჭები გაგვაფრთხილეს, ხვალ ,,დინამო“ მოსკოვის ,,ტორპედოს“ ეთამაშება, ხუთ საათზე სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან შევიკრიბებით, ,,აუტჩიკები“ იქნებითო. ,,აუტჩიკები“?...