საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთი 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშის დასაწყისში მეტოქის შეტევები მოიგერია, თამაში დაალაგა და საქმე გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, მისი ბედი ეჭვქვეს წუთითაც არ დაუყენებია. პირველ ტაიმში არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჩიმაკაძის გოლიც...
ჭდე: არჩილ სებისკვერაძე
ასათიანი მოგებით იწყებს
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ მატჩში კოსოვოს 3:1 მოუგო. მთლიანობაში კარგი მატჩი იყო, მაგრამ მრავლად იყო მომენტები, სადაც მეტი ყურადღებით თამაში გვმართებდა. ასე იყო მაშინაც, როდესაც გოლი გავუშვით და კოსოვომ ანგარიში გახსნა. საბედნიეროდ, გოლმა გუნდი არ გატეხა და გიორგი ღავთაძემ მალევე გაათანაბრა. ღავთაძეს მაგარი მატჩი...
ბრძოლაში წაგებული
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუსეთთან იომა, მაგრამ ვერას გახდა – 1:3 დამარცხდა. ავთანდილ ასათიანის გუნდს წამყვან ფეხბურთელებთან ერთად იღბალმაც უგანა. მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო, რუსთა მეკარემ ჯერ არჩილ სებისკვერაძის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ბრუნო პეტრის აჯობა. საპასუხოდ კი გოლი საქართველოს ნაკრების დაუცველ კარში გავიდა. ეს მოხდა მატჩის დარულებამდე 6 წამით ადრე. მანამდე...
ისტორიული გამარჯვება
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული, პირველი მატჩი ჩაატარა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ძლიერ აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს 3:2 მოუგო. არადა, 0:2 აგებდა. ფუტსალის ევრო 2022 ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში მიმდინარეობს. სწორედ გრონინგენის „მარტინი პლაზას“ უმაყურებლო დარბაზში გაიმართა ჩვენებურების პირველი მატჩი. ქართველები ტურნირის დებიუტანტები არიან, აზერბაიჯანელები კი ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობენ ევროზე, ამიტომ ფავორიტებად,...
ყველაფერი საქართველოსთვის
საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებში 19 იანვარს მიემგზავრება, ხოლო საქმეში 22 იანვარს ჩაერთვება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე აზერბაიჯანია, 26 იანვარს ჩვენები ბოსნიას შეხვდებიან, ხოლო 29-ში ჯგუფურ ეტაპს ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ. საქართველო ქალაქ გრონინგენში ითამაშებს. ურთულესი ჯგუფია. უმთავრესი ფავორიტი ესპანეთია, შემდეგ ჩვენები, აზერბაიჯანელები და ბოსნიელები… საქართველო-აზერბაიჯანის მატჩს სპეციალისტები...
საქართველომ ტაჯიკეთს გადაურბინა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკები არც მეორედ დაინდო და ამჯერად უფრო დიდი ანგარიშით, 10:1 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ჩვენებმა 6:2 მოიგეს. ანგარიში ელისანდრომ გახსნა, რომელიც საუკეთესო იყო და სულ აზიელთა კარი ოთხჯერ აიღო. მალევე არჩილ სებისკვერაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო მე-7 წუთზე ანგარიშიც გათანაბრდა – გოლი იდრის იოროვმა გაიტანა. პირველივე ტაიმში ელისანდრომ (2) და თალესმა ჩვენს ნაკრებს...
კარგი განწყობისთვის
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთს ამხანაგურად დაუხვდა და 6:2 დაამარცხა. თავიდან აზიელები დაწინაურდნენ – ანგარიში უმედ კუზიევმა გახსნა. ტაიმის შუაში ელისანდრომ და თალესმა ნახევარწუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ბახტიორ სოლიევმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. მეორე ტაიმში გოლები მხოლოდ ავთანდილ ასათიანის შეგირდებს...
სომხეთი დაიხუთა…
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 5:0 დაამარცხა სომხეთი და ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპზე ჯუგფიდან გასვლის შანსი გაიუმჯობესა. ამ ტურამდე ორივე გუნდს ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული და თითო ქულით 3-4 ადგილებს ინაწილებდა. „კავკასიური დერბის“ მომგები ჯგუფის წარმატებით ჩამთავრების შანსს იტოვებდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მობილურად გამოიყურებოდა, ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე, ანგარიშიც ლოგიკურია, ეგ კი არა, შესაძლოა, მეტიც ყოფილიყო. უკვე...
რუსი მოდის
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველოსა და რუსეთის გარდა, საფრანგეთისა და სომხეთის ნაკრებები არიან. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს, ფრედ 4:4 დასრულდა. ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება და მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად...








