საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთს ამხანაგურად დაუხვდა და 6:2 დაამარცხა.
თავიდან აზიელები დაწინაურდნენ – ანგარიში უმედ კუზიევმა გახსნა. ტაიმის შუაში ელისანდრომ და თალესმა ნახევარწუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ბახტიორ სოლიევმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
მეორე ტაიმში გოლები მხოლოდ ავთანდილ ასათიანის შეგირდებს გაჰქონდათ – შოთა თოფურიამ, თალესმა, ნიკოლოზ კურტანიძემ და არჩილ სებისკვერაძემ ჩვენს გუნდს დამაჯერებლი გამარჯვება მოუპოვეს და ევროპის ჩემპიონატის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნეს.
ეს გუნდები ერთმანეთს 16 იანვარს, 18:00 საათზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
