როგორც ჩანს, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაისად გაიმართება, სერიოზული ბრძოლაა იქნება. კანდიდატები ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი არიან, რომლებსაც ადრე უკვე ეკავათ ეს თანამდებობა. ლაპორტა 2003-10 წლებში პრეზიდენტობდა. შემდეგი როსელი გახლდათ, რომელსაც 2014 წელს ნეიმარის სკანდალური ტრანსფერის გამო, გადადგომა მოუწია. ის დაიჭირეს კიდეც და ციხიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. ამჟამად კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია...
წელი: 2020
სტადიონზე ხალხს კარს გაუღებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეროვნული ლიგის მატჩებზე მაყურებლებს მალე დაუშვებენ. „თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი მაყურებლების გარეშე განახლდა. ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეტაპობრივად გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები ვიწრო სივრცეში იკრიბებიან და ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი, რაც...
ძვირი სიამოვნება
„ჩელსის“ მეკარე კეპა არისაბალაგას კატასტროფული სეზონი აქვს., ამიტომაც მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი უპირველეს ამოცანად უფრო მაღალი დონის მეკარის შეძენას მიიჩნევს. მისი ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი იან ობლაკია. ტრანსფერის შემთხვევაში ლონდონელებს კლაუსულას, ანუ ობლაკის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც 120 მილიონი ევროა და მას ავტომატურად უძვირეს გოლკიპერად აქცევს. ისე, 2018 წელს კეპაში გადახდილი...
ბითაძე განაცხადშია
30 ივლისიდან NBA განახლდება. რეგულარული ჩემპიონატი 14 აგვისტომდე უნდა მორჩეს, ხოლო 17 აგვისტოდან ფლეი ოფები დაიწყება. ვარაუდობენ, რომ ნახევარფინალების პერიოდი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გასტანს, აღმოსავლეთ – დასავლეთ კონფერენციების ფინალები კი 15-28 სექტემბრამდე ჩატარდება, ფინალური სერია კი 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე ჩანიშნეს. გუნდებმა, რომლებიც საწვრთნელი ბანაკში 29 ივლისამდე დარჩებიან, უკვე გამოაქვეყნეს შემადგენლობები. „ინდიანა პეისერსის“ განაცხადშია...
კორონამ დეპორტივო თამაშის გარეშე გააგდო
ოდესღაც ცნობილი და ძლიერი „დეპორტივო” ლა ლიგა 2-დან სეგუნდა B-ში გავარდა. თან, მოედანზე გაუსვლელად. გასაგებად რომ ვთქვათ, ლა კორუნიელები ესპანური ფეხბურთის იერარქიაში მეორე ლიგიდან მესამეში დაქვეითდნენ. კონკურენტების, „ალბასეტესა” და „ლუგოს” გამარჯვებამ „დეპორტივოსთვის” ბოლო ტური აზრსმოკლებული გახადა. აქვე დავძენთ, რომ „ნუმანსიამ” „ტენერიფეს” 2:1 მოუგო, მაგრამ ისიც გავარდა. ამრიგად, დაქვეითდნენ „სანტანდერი”, ესტრემადურა”, „დეპორტივო” და „ნუმანსია”. ბოლო დღეს...
სეტიენი მესის ცალკე შეხვედრია
კატალონიური მედია „ბარსელონას” „ოსასუნასთან” 1:2 მარცხის შემდეგ ლეო მესის ბრაზიან კომენტარს იხსენებს. მაშინ, „ბლაუგრანას” მეგავარსკვლავის სიტყვები მწვრთნელის კიკე სეტიენისა და კლუბის დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავდა. ასე თუ გავაგრძელებთ, „ნაპოლისთან” აუცილებლად წავაგებთო, თქვა იმ დღეს არგენტინელმა და მისმა ნათქვამმა კლუბის იერარქიაში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჩატარდა შემდეგი მატჩი „ალავესთან”, რომელიც „ბარსამ” 5:0 მოიგო და მესის ტონი...
50 იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში…
ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდს რეკორდზე ამყარებს. 35 წლის პორტუგალიელმა „იუვენტუსისა” და „ლაციოს” შეხვედრაში სამ წუთში ორჯერ გაიტანა და გახდა მოთამაშე, რომელმაც სერია A-ში 50 გოლი ყველაზე მოკლე დროში შეაგდო. გარდა ამისა, კრიშტიანუ ერთადერთია, ვინც 50 გოლი გაიტანა როგორც იტალიაში, ასევე ესპანურ ლა ლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში. შესაბამისად, ყოველგვარი დავა, თუ როგორ ჩემპიონატში ეიოლება პორტუგალიელს...
შაბაშ! ოქროს ბურთი არ იქნება
რაც უნდა სამწუხარო იყოს, 2020 წელს „ოქროს ბურთით“ დაჯილდოება საერთოდ არ მოხდება. შეხსენება ალბათ არ გჭირდებათ, საქართველოში „ფრანს ფუტბოლის“ ოფიციალური პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ და რეგულარულად მონაწილეობს გამოკითხვებში. გადაწყვეტილების მიზეზები პოპულარული ფრანგული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა საკმაოდ ლოგიკურად დაასაბუთა. „სპორტული პერსპექტივიდან გამომდინარე, გამარჯვებულზე შეხედულების ჩამოსაყალიბებლად საჭირო 11 თვის ნაცვლად ჩვენ ორად ორი თვე გვქონდა (იანვარი და თებერვალი)....
Hey Jude!
ბოლო დროს „დორტმუნდს“ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. კლუბის სკაუტები ახერხებენ სუპერტალანტების მოძიებას სრულიად მისაღებ ფასად და მერე სულ რაღაც ერთ სეზონში ვარსკვლავებად ქცევას. სწორედ ასეთ მომავალს უწინასწარმეტყველებენ 17 წლის ინგლისელ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს, რომელიც გუნდს 30 ივლისიდან შეუერთდება. ასაკის მიუხედავად, ჯუდს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. გასულ სეზონში „ბირმინგემის“ მაისურით 40-ჯერ გავიდა მოედანზე და...
ვიდალის ოქრო დამთავრდა
„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა. დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო. არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო,...









