რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო და სატურნირო ცხრილში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. სასტარტო ტურის შემდეგ მეორე ევროპული დონის პირველობას ორი ლიდერი ჰყავდა ბორჯღალოსნები და ესპანელები, ორივეს 5-5 ქულა ჰქონდა, მაგრამ რაკიღა კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთს მოწინავის როლთან განშორება არ აცდებოდა. ქართველება მადრიდის საუნივერსიტეტო სარაგბო არენაზე 23 :10 იმარჯვეს და...
წელი: 2020
დუდუს ოცნება
ხომ გახსოვთ დუდუ? წმინდა იანუარიუსის წინ რომ აღიმართება და მოსაპარი საგანძურის სანაცვლოდ რომ სთავაზობს: – ჩვენ შენ ეუსებიოს გიყიდით. „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასს მოიგებს… დუდუმ ეგრეც ვერ შეინარჩუნა მოპარული საგანძური, ეუსებიო ვერ იყიდა და „ნაპოლის“ დღემდე არ აუღია ჩემპიონთა თასი. ნეაპოლელი ქურდის ოცნება ოცნებადვე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში, როცა დუდუ უკვე ბებერი იქნებოდა, „ნაპოლიმ“...
ტყუპებს ველოდებით…
როგორც იქნა, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ – პირველი თებერვლიდან 15 თებერვლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, ისიც FA Cup-ზე, სადაც კლოპმა ძირითადი გუნდის შემადგენლობა დაასვენა. მერსისაიდელებს შეეძლოთ დრო ისე გაეტარებინათ, როგორც მოესურვებოდათ, გარდა ორი ფეხბურთელის – სალაჰისა და ჰენდერსონისა. მათ სასიამოვნო მოვალეობა დაეკისრათ – მშობიარობის დროს მეუღლეების გვერდზე უნდა ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, ეს ისეც...
რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
სეზონის პირველ დიდ ტურნირს ძიუდოში პარიზი მასპინძლობს. დიდი სლემის ტურნირი ფაქტობრივად უმაღლესი კატეგორიაა და სტატისტიკა იქით იყოს, პრესტიჟის საქმეცაა. ჩვენც ჯერ სტატისტიკა ვთქვათ: 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა და ჯერჯერობით ამის ახსნას ვერ მივაგენით. 66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავდა. ბექა ციფიანი პირველ წრეში ინდოელ შაინ სინგჰთან იპონით დამარცხდა. 73-კილოგრამამდე კატეგორიაშიც მარცხიანი სტარტი...
იშვიათი ესპანეთი საქართველოსთან
კვირას, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე ევროპის რაგბის 2020 წლის ჩემპიონატის საკვანძო მატჩია – ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. ესპანეთი ძალიან იშვიათადაა სატურნირო ინტრიგის მონაწილე და წლეულს სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევაა. ჯერ ერთი, სატურნირო ცხრილში ქართველების დარად 5 ქულა აქვთ, რადგან თუკი ბორჯღალოსნებმა „დინამო არენაზე“ ტრადიციულად უმთავრეს კონკურენტ რუმინელებს კუდით ქვა ასროლინეს და 41:13 დაამარცხეს, ესპანეთის ნაკრებმა ასევე...
ორჯერ მეტი დიეგო…
ფრანგული ეკიპის ცნობით დიეგო სიმეონე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. 49 წლის არგენტინელს მადრიდის „ატლეტიკო“ წელიწადში 43,6 მილიონ ევროს უხდის… ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე „სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას მონაგარი (23,4 მილიონი). შემდეგ მოდიან ლივერპულელი იურგენ კლოპი და „ტოტენჰემის“ თავკაცი ჟოზე მოურინიუ 17,5 მილიონით. მეხუთეზე „რეალის“ ზინედინ ზიდანია „სულ რაღაც“ 16,8 მილიონით. ცოტა არ იყოს, უცნაურად...
ფედერერი ნადალს: გეგონოს!
სამხრეთ აფრიკის ქეიფთაუნმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა და იმთავითვე ცხადი იყო, რომ დაპირისპირება ჩოგბურთისთვის სარეკორდო აუდიტორიას მოუყრიდა თავს. მეტი რა უნდა ეხილა ჩოგბურთის გურმანს – როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალის პირისპირ. რეალობამ მოლოდინს გადააჭაება. მატჩს თითქმის 52 ათასი მაყურებელი დაესწრო და ეს ახალი რეკორდია. აქამდე რეკორდი ფედერერი-ზვერევის მატჩს ეკუთვნოდა, რომელმაც 42 ათასზე ცოტა მეტი ქომაგი მიიზიდა. ქეიფთაუნის...
საქართველომ მოიგო, გვერდით ელიტაა
საქართველოს კვლავ იმ მარაქაშია, საიდანაც ელიტა უფრო ახლოა. ქალთა საჩოგბურთო ნაკრებმა ჰელსინკიში დასრულებული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ერთი ამოსუნთქვით და დაუმარცხებლად განვლო. ეკატერინე გორგოძემ, მარიამ ბოლქვაძემ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ზოია ქარდავამ და მარიამ დალაქიშვილმა მაკა ჩახნაშვილის კაპიტნობით ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და პირველ დივიზიონში აღზევდა, იქ სადაც დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა და შარშან...
ბარსას ფრანგულად შეუტიეს
ფრანგი შემტევი კრისტოფ დიუგარი „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია, თუმც კატალონიაში სულ რამდენიმე თვე თამაშობდა, უფრო ზუსტად ნახევარი სეზონი, 1997 წელს. დღეს კი გამოვიდა და „ბარსელონა“ გაკენწლა… „ბარსელონა“ ჯამბაზების კლუბია. ისინი ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. მაგალითად – მათ კოუტინიოსა და დემბელეში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს, ახლა კი ამ ფეხბურთელებს გაყიდვას უპირებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამ კლუბს გრძელვადიანი გეგმა...
თითქმის ორმაგი
ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში, მადრიდის „რეალთან“ სტუმრად დრამატული დაპირისპირების და დასანანი მარცხის შემდეგ (69:70), „ბასკონიამ“ ხასიათი „ლიონ ვილერბანთან“ მოგებით გამოიკეთა. 23 იანვარს, რუსულ „ხიმკისთან“ გამარჯვების შემდეგ ვიტორიულმა საკალთბურთო კლუბმა მიჯრით ორი მატჩი წააგო და საპლეიოფო ზონას გვარიანად დაშორდა, თუმცა ფრანგულ გუნდთან წარმატებულმა თამაშმა „ბასკონიას“ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი დაუბრუნა. „სამწუხაროდ ბოლო დროს უიღბლობა დაგვჩემდა და...








