ფრანგი შემტევი კრისტოფ დიუგარი „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია, თუმც კატალონიაში სულ რამდენიმე თვე თამაშობდა, უფრო ზუსტად ნახევარი სეზონი, 1997 წელს. დღეს კი გამოვიდა და „ბარსელონა“ გაკენწლა…
„ბარსელონა“ ჯამბაზების კლუბია. ისინი ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. მაგალითად – მათ კოუტინიოსა და დემბელეში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს, ახლა კი ამ ფეხბურთელებს გაყიდვას უპირებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამ კლუბს გრძელვადიანი გეგმა არ გააჩნია. მათი ერთადერთი პრიორიტეტია ახალი პრეზიდენტის არჩევა.
„ბარსას“ უამრავი პრობლემა აქვს – კლუბში ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს. ამ ადამიანებს არასაკმარისი კომპეტენცია აქვთ“, – თქვა ფრანგმა, ვისაც „ბარსელონაში“ სულ 13 მატჩი ჩაუტარებია.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
